Digest Logo

თუ მარტოხელა ხართ და არ გეძლევათ იღბალი, რომ პირადი ცხოვრება მოიწესრიგოთ, მიზეზი, შესაძლოა, ძალიან მარტივი აღმოჩნდეს - ფენ-შუის სპეციალისტის რეკომენდაცია

1764666665
ეკატერინე კვარაცხელია

„ფენ-შუის“ მიხედვით, სახლში სარკის სწორად განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ენერგიის გამაძლიერებლად ან პირიქით, გადინების პრინციპით მოქმედებს.

სად დავდგათ სარკე სწორად, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემები არ შეგვექმნას, ამის შესახებ ფენ-შუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია საუბრობს:

„სარკე არ უნდა ირეკლავდეს ადამიანის საწოლს, სადაც მას სძინავს და სარკე არ უნდა იყოს სიმაღლით თქვენი ფიზიკური სხეულის სიმაღლეზე უფრო დიდი. 

არ უნდა ირეკლავდეს საწოლს, რადგან მაგალითად, ხართ მარტოხელა ადამიანი, გინდათ პირადი ცხოვრება და გძინავთ ისეთ საძინებელში, სადაც თქვენი გარდერობი ისეა განლაგებული, რომ მისი სარკიანი ფასადი ირეკლავს თქვენს საწოლს, ანუ გირეკლავთ თქვენ. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? სარკე იმახსოვრებს იმას, რომ თქვენ ხართ მარტო, გძინავთ მარტო, თქვენს გვერდით არავინ არ არის, მაშინ ეს ენერგია გიბრუნდებათ ისე, ეს ენერგია მოდის თქვენთან და არ გეძლევათ იღბალი, რომ პირადი ცხოვრება მოიწესრიგოთ. 

თუ თქვენ გყავთ მეორე ნახევარი, სარკე კი გირეკლავთ, არც ეს არის კარგი ისტორია. გამომდინარე იქიდან, რომ სარკე არის მესამე ვიღაც, რომელიც შემოდის და იჭრება თქვენს ურთიერთობაში. 

არ არის სწორი სარკის ზემოთ განთავსება, რადგან ღალატის და წყენის ალბათობა ძალიან დიდია.

თუ არ გვინდა ამ ისტორიის მომსწრეები ვიყოთ, ნუ განათავსებთ საძინებელში სარკეს ისე, რომ ირეკლებოდეს თქვენი საწოლი“, - ამბობს ეკატერინე კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზარმაცი კი არ ხარ, არამედ გონება არის დაქანცული, გადამწვარი, არ შეგიძლია არაფრის კეთება... გეტყვი სიმართლეს, რაც დაგეხმარება“ - ფსიქოლოგის მიმართვა

🎥 „გვაქვს ბევრი წინააღმდეგობა როგორც პაციენტის, ასევე პაციენტის ოჯახის წევრის მხრიდან...“ - რას ამბობს ექიმი ქოლესტერინის დამაქვეითებელ თერაპიაზე

🎥 თუ ხშირად ამთქნარებ, სიცივესთან ვერ მეგობრობ, ძვლები გტკივა - ეს ინფორმაცია შენთვისაა! - სანდრო ჯიბლაძის ვიდეომიმართვა