მალე სამყაროს კალენდარი ახალ ფურცელს გადაშლის. 2026 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ცხენის წელია.
ეს წელი მოძრაობის, თავისუფლებისა და სიმამაცის ენერგიას ატარებს. ცხენი სიმბოლოა სწრაფი პროგრესისა, მიზნისკენ გალოპების და გულით მოქმედების.
2026 მოიტანს სურვილს ცვლილებებისკენ, ახალ დასაწყისებსა და შინაგან თავისუფლებაზე ფოკუსს. ეს დროა, როცა გაჩერება რთულია - სამყაროს რიტმი თავად გვიბიძგებს წინსვლისკენ, მხოლოდ სწორად უნდა ავირჩიოთ მიმართულება.
2026 წლის ასტროლოგიურ პროგნოზსა და ტენდენციებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა:
„წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ ეს არის კარმული პერიოდი, ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ დრო წლის ბოლომდე დაასრულოს კარმული ვალები, ენერგიები, სირთულეები და არ გადაიტანოს 2026 წელში.
მოდის ცხენის წელი, ცეცხლოვანი, აქტიური, ენერგიული. ცხენს უნდა შეჯდეს, გააქროლოს, 2026 წელი წარმატებული, თავისუფალი, თავდაჯერებული იყოს. ამიტომ უნდა მოვემზადოთ ენერგეტიკულად, ფიზიკურად და სულიერად იმისთვის, რომ ეს შევძლოთ.
წლის ბოლოს ყოველთვის არის გაწმენდის პერიოდი. ნებისმიერ სისტემაში, სწავლებაში გვაქვს დრო, როცა უნდა დავემშვიდობოთ წარსულს და შევაჯამოთ. ამოიღეთ დაწერილი სურვილები და ნახეთ, რა შესრულდა, რა ვერ და რისი შესრულების დრო ჯერ კიდევ გაქვთ. თუ სურვილი არ სრულდება, ვალად იდება და ხელს უშლის სხვა სურვილის ასრულებას“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
ასევე დაგაინტერესებთ: