Digest Logo

„დაიცავი შენი შინაგანი სინათლე, ის შენი ყველაზე ძვირფასი ნაწილია, სხვა შემთხვევაში ჩაქრები...“ - რას წერს მაია მომცელიძე

1759914508
მაია მომცელიძე

ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ იდეალური ურთიერთობა არის ორმხრივი ზეიმი და არა ცალმხრივი ვალდებულება.

მისი თქმით, ადამიანი გასცემს არა იმიტომ, რომ ვინმეს სიცარიელე შეავსოს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ენერგია და სიყვარული იმდენად ბევრია, რომ აქვს გასაზიარებელიც, თუმცა ცალმხრივად გამოიფიტები:

„ზოგჯერ გვგონია, რომ ადამიანებთან ურთიერთობებში უსაზღვრო უპირობო ზრუნვა და გაცემა სიყვარულის საუკეთესო გამოხატულებაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. სიყვარული არ ნიშნავს თვითშეწირვას.

ნებისმიერ ჯანსაღ ურთიერთობაში ენერგიის ცვლა ორმხრივი და თანაბარი უნდა იყოს. თუ მხოლოდ შენ გასცემ და უკან ვერ იღებ თანაბარ პატივისცემას, დაფასებას და ენერგიას, იწყება დისბალანსი. ამ დროს, შენს ენერგიას სხვები იყენებენ საკუთარი ემოციური ან მენტალური სიცარიელის შესავსებად. (მერე გარბიან კიდეც) ამას ენერგეტიკული ვამპირიზმი ეწოდება, (შეიძლება გაუცნობიერებელიც) რეალურად ეს დისფუნქციური ურთიერთობის ნიშანია.

სწორედ ამიტომ საზღვრების დადგენა აუცილებელია. ეს არ არის ეგოიზმი, ეს არის შენი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და შინაგანი რესურსის დაცვა. საზღვრები მიუთითებს თუ როგორ გინდა რომ მოგექცნენ.

იდეალური ურთიერთობა არის ორმხრივი ზეიმი და არა ცალმხრივი ვალდებულება. შენ გასცემ არა იმიტომ, რომ ვინმეს სიცარიელე შეავსო, არამედ იმიტომ, რომ შენი ენერგია და სიყვარული იმდენად ბევრია, რომ გაქვს გასაზიარებელიც, თუმცა ცალმხრივად გამოიფიტები...

დაფიქრდი, ვინ გიფრთხილდება და ვინ იყენებს შენს რესურსს.

ისწავლე მშვიდად და მკაფიოდ თქვა არა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც შენ ენერგიისგან გცლის. არ არის საჭირო დანაშაულის გრძნობის განცდა.

თუ კონკრეტულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ თავს დაცლილად, გაღიზიანებულად ან დამძიმებულად გრძნობ, ეს შენი სხეულის სიგნალია, რომ რაღაც უნდა შეცვალო.

დაიჭირე დისტანცია, დისტანცია არ ნიშნავს გულგრილობას, დისტანცია ნიშნავს საკუთარი ძალის დაბრუნება.

ყველაზე მთავარი: ნუ გაბრაზდები და ნუ გეწყინება. ბრაზი და წყენა დაბალი ვიბრაციებია, რომლებიც კიდევ უფრო ანგრევს შენს ენერგეტიკულ ველს. უბრალოდ მიიღე ეს გამოცდილება, როგორც გაკვეთილი. შენ ისწავლე, ახლა უკვე იცი, სად არის შენი ზღვარი.

გახსოვდეს: შენ არაფერი დაგიკარგავს. შენ გიყვარდა და გულწრფელად გაეცი, ეს შენი სიმდიდრეა. მან ვერ დაგინახა მან ვერ შეგინარჩუნა, მან დაკარგა და არა შენ.

ის არ იყო შენი ღირსი...

დაიცავი შენი შინაგანი სინათლე, ის შენი ყველაზე ძვირფასი ნაწილია, სხვა შემთხვევაში ჩაქვრები...“, - წერს მაია მომცელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს იყო გზა იდეიდან-ოცნებამდე, თვეების განმავლობაში ვმუშაობდით კონცეფციისა და დეტალების დახვეწაზე“ - ნუკი კოშკელიშვილი

„ტვინი ისე მოგექცევა ასაკში, როგორც შენ მოექცევი მას მანამდე, მას ყოველთვის შეუძლია ახლის სწავლა“ - ლევან შელეგია

მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია