Digest Logo

🎥 „ეს იყო გზა იდეიდან-ოცნებამდე, თვეების განმავლობაში ვმუშაობდით კონცეფციისა და დეტალების დახვეწაზე“ - ნუკი კოშკელიშვილი

1759914118
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც მეორე შვილის მოლოდინშია მეუღლესთან ერთად პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა.

Nuki Cosmetics-მა პარიზის მოდის კვირეული დაიპყრო, მოდელები პოდიუმზე ბრენდის ნივთებით ხელში დადიოდნენ.

ახლახან ნუკიმ „ბექსთეიჯიდან“ ახალი კადრები გაავრცელა:

„ცოტა „ბექსტეიჯსაც“ გაჩვენებთ - ესაა ჩვენი სამზადისი.

მთავარი მასალა, სადაც მე და @molmauni დავრბივართ კულისებში ენა გადმოგდებულები და ადრენალინში, ჯერ არ დამიდვია, მაგრამ მალე იმასაც გაგიზიარებთ.

ეს იყო გზა იდეიდან ოცნებამდე: თვეების განმავლობაში ვმუშაობდით კონცეფციისა და დეტალების დახვეწაზე.

მოლმაუნი ქმნიდა თავის განუმეორებელ კოლექციას, ჩვენ კი შოუს, რომელიც ისტორიაში შევიდა.

ჩვენების დღეს ერთ მუშტად შევიკარით და შევქმენით რაღაც, რაც არასდროს არავის უნახავს — მაკიაჟი, რომელიც პოდიუმზე გამოვიდა როგორც მთავარი გმირი.

მუსიკაც ჩვენი შექმნილია — უფრო სწორად, უნიჭიერესი ბიჭის მიერ levilovedisco.

ვიმედოვნებ, რომ იგრძენით ის ემოცია, რაც ჩვენ იმ დღეს გვქონდა“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/1354361144/videos/1297552254929791

ასევე დაგაინტერესებთ:

„ტვინი ისე მოგექცევა ასაკში, როგორც შენ მოექცევი მას მანამდე, მას ყოველთვის შეუძლია ახლის სწავლა“ - ლევან შელეგია

მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია

🎥 „გაქვს ავტოკრატიული, დიქტატორული ქცევის ნორმები ოჯახში? იცოდე, რომ შვილს წირავ...“ - მაია ცირამუა დასჯაზე ორიენტირებულ სისტემაზე