„კარმა არის დაუმთავრებელი გამოცდილება (ვალი), რომელიც სხეულში, ნერვულ სისტემაში და ქვეცნობიერში ინახება (ჩაწერილია). თუ ტრავმა არ არის გაცნობიერებული და ინტეგრირებული, ის მოქმედებს მაშინაც კი, როცა „აქ და ახლა“ ხარ“, - ამის შესახებ პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წარსული ტრავმების დამუშავება აუცილებელია, მაგრამ არა მუდმივი ტკივილით. ამისთვის მნიშვნელოვანია აღიარება, გამოცდილების აღება და წერტილის დასმა:
„კითხვა:
როცა ვცხოვრობთ აქ და ახლა და აღარ ვფიქრობთ წარსულზე ან მომავალზე, კარმა გვეხსნება? მაინც აუცილებელია წარსული ტრავმების დამუშავება?
პასუხი:
აქ და ახლა ცხოვრება კარმას ამსუბუქებს, მაგრამ ავტომატურად არ აუქმებს. რატომ? კარმა მხოლოდ აზრი ან მოგონება ან უბრალო ტრავმა არ არის.
კარმა არის დაუმთავრებელი გამოცდილება (ვალი), რომელიც სხეულში, ნერვულ სისტემაში და ქვეცნობიერში ინახება (ჩაწერილია).
თუ ტრავმა არ არის გაცნობიერებული და ინტეგრირებული, ის მოქმედებს მაშინაც კი, როცა „აქ და ახლა“ ხარ.
შენ შეგიძლია სხვა საქმეზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ თუ ფონზე დისონანური ნოტი ჟღერს (ტრავმა) —
სხეული მაინც რეაგირებს.
ტრავმა არის დისონანსური ნოტი, რომელიც, მუსიკის სმენისას, აქ და ახლა — "ყურს ჭრის".
მისი დამუშავება — აწყობილი მელოდიაა.
ანუ პარალელი რომ გავავლოთ „კანონების უცოდნელობა არ გათავისუფლებს ჩადენილი დანაშაულის პასუხისმგებლობიდან“.
რას აკეთებს „აქ და ახლა“? აქ და ახლა ყოფნა: აჩერებს ახალი კარმის შექმნას, წყვეტს ავტომატურ რეაქციებს
გაძლევს არჩევანის თავისუფლებას.
ეს არის კარმის „გაუქმება“ (ვერ გააუქმებ, უნდა გადაიხადო ვალი), გაცნობიერება და კვანძის სრული გახსნა.
როგორც მანქანა:
თუ გაზს აღარ აჭერ - სიჩქარე ნელდება, მაგრამ თუ ძრავაში ძველი დაზიანება იყო, დაზიანება რჩება — გზა მაინც ძიგძიგით გაგრძელდება.
აუცილებელია თუ არა წარსული ტრავმების დამუშავება? კი. აუცილებელია. საჭიროა, მაგრამ არა მუდმივი ქექვა/ჩიჩქნით, ტკივილში ცხოვრებით.
ტრავმა არ ითხოვს:
დეტალურ გახსენებას;
ემოციურ დრამას;
მსხვერპლის პოზიციაში დაბრუნებას.
ტრავმა ითხოვს მხოლოდ ერთს - შენგან აღიარებას, გამოცდილების აღებას და წერტილის დასმას. რაც არ არის გაცნობიერებული თქვენგან - იმეორებს თავს. რაც გაცნობიერებულია - თავისუფლდება.
სულის ევოლუციის ჭეშმარიტი გზა (ორი მიმართულება ერთად) აქ და ახლა ყოფნა - გაცნობიერებული, სტაბილური დამსწრებლობა მოვლენებში და სიტუაციებში.
ტრავმის დამუშავება - ქვეცნობიერის გასათავისუფლებლად, ეს ორი ერთად ქმნის რეალურ განთავისუფლებას.
წარსული ტრავმა ჰგავს წერილს, რომელიც ოდესღაც მიიღე, მაგრამ არასდროს გაგიხსნია.
შენ შეიძლება:
- აღარ ფიქრობდე მასზე
- იცხოვრო ყოველდღიური ცხოვრებით, მაგრამ წერილი სხეულში ინახება.
და ყოველ მსგავს სიტუაციაზე იგზავნება ერთი და იგივე შეტყობინება.
წერილის გახსნა არ ნიშნავს ხელახლა ტკივილში ცხოვრებას.
ეს ნიშნავს: „მე გავბედე, წავიკითხე და ვასრულებ“.
მოკლე პრაქტიკა (უსაფრთხო და ეფექტური) დღეში ერთხელ, დამშვიდებულ მდგომარეობაში გულში ან ხმამაღლა წარმოვთქვი:
„მე ვაღიარებ ყველაფერს, რაც ჩემში დაუსრულებელია.
მე ვაძლევ წარსულ ტარმვებს დასრულების უფლებას.
მე ვირჩევ, აქ და ახლა — თავისუფალებას“.
არ დაიწყო ქექვა დეტალებში, მარტო. უბრალოდ, დააკვირდით თავს, ჩაურევლად, უმოქმედოდ აკვირდებით აზრებს, ემოციებს და ენერგია თვითონ იპოვის გზას, სად წავიდეს.
დასკვნა:
- აქ და ახლა - კარმის შეჩერებაა
- ტრავმის დამუშავება - კარმის კვანძის გახსნაა
ერთად - ეს არის ნამდვილი თავისუფლება“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕22 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით
🎥 „ვიყავი ინკასატორი, რუსთავის სოფლებში ვმუშაობდი...“ - გიორგი გაბუნია
⭕„შენი ტვინი მხოლოდ ძილის დროს იწმინდება...“ - რას წერს არუნ ხათრი