ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, ტვინი მხოლოდ ძილის დროს იწმინდება.
„იცი თუ არა, რომ შენი ტვინი მხოლოდ ძილის დროს იწმინდება?
ღრმა ძილის დროს ტვინი ირთვება ბუნებრივი დეტოქსის სისტემით, რომელიც აშორებს დღეში დაგროვილ ტოქსინებს და ნარჩენებს. ეს პროცესი აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას, განწყობას და იცავს გრძელვადიანი პრობლემებისგან.
ძილი არა მხოლოდ დასვენების დროა – ეს არის ტვინის გასუფთავების დრო!
პატივისცემით მოეკიდე შენს ძილს.
ტვინი მადლობელი იქნება“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხელს ვერ შევინარჩუნებდი, რადგან სულ დამსხვრეული მქონდა ძვალი...“ - რას ჰყვება ნინო ჩხეიძე