მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ „მთავარი არხის“ ეთერში გააჟღერა.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, მიმდინარე კვირა ცვლილებებისთვის უნდა გამოვიყენოთ და გვჯეროდეს საწაულების, ასევე არ უნდა შევუშინდეთ დაბრკოლებებს, რომელიც აუცილებლად თან ახლავს ამ კვირას.
„ამ კვირაში ადამიანებში მატულობს ოპტიმიზმი, ფართო ხედვა, რა თქმა უნდა არის დამაბრკოლებელი ფაქტორებიც, პლანეტა ნეპტუნის გავლენა იგრძნობა. 4-9 რიცხვის ჩათვლით, ძალიან ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება. ნეპტუნი მაგიის და ჯადოქრობის სიმბოლოა. ბევრთან წამოიღებს ნოსტალგიას, წარსულზე, შეცდომების გააზრების სურვილს, თუკი ვინმე გენატრებათ, იყავით გულწრფელი კომუნიკაციაში და არასდროს ინანებთ.
მიმდინარე კვირა გამოიყენეთ ცვლილებებისთვის, ამ კვირაში ყველაფერი შესაძლებელია, გჯეროდეთ სასწაულების“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მეგონა, შეყვარებულების ისტორია მოვიპარე თითქოს...“ - რას წერს რამაზ გიგაური