
ურანი - ეს არის ასტროლოგიაში მოულოდნელობის, რევოლუციის, გენიისა და პროგრესის პლანეტა.
იგი ყველაზე არაპროგნოზირებადი და გაბედული ენერგიის მატარებელია. ასოცირდება განსხვავებულობით, თავისუფლებითა და გონებრივ სიჩქარით.
ურანის ტრანზიტი ტყუპებში არის იშვიათი და ინტელექტუალურად ძალიან ძლიერი ფაზა, რომელიც მსოფლიო დონეზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მოასწავებს ტექნოლოგიაში, კომუნიკაციებში და სოციალურ ურთიერთობებში.
👉 მათი შერწყმა ქმნის:
🧠 აზროვნების სტილი მკვეთრად იცვლება
📱 ტექნოლოგიური რევოლუცია მედიისა და კომუნიკაციების სფეროში
✈️ გადაადგილების, მოგზაურობის ახალი ფორმები
🗣️ ენისა და გამოხატვის ფორმების მოულოდნელი ტრანსფორმაცია
👥 ახალი სოციალური ქსელების გაჩენა ან ინფორმაციის გავრცელების არაპროგნოზირებადი გზები
გლობალურ დონეზე:
🌐 ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ყოველდღიურ კომუნიკაციაში
🧬 ნეიროტექნოლოგიების გაძლიერება (ტვინისა და ტექნოლოგიის ინტერფეისი)
🤯 ინფორმაციული გადატვირთვა ან ახალი ციფრული წესრიგი
📚 განათლების ახალი ფორმები: სწრაფი, ინტერაქტიული, გლობალური
აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა უჩა სიხარულიძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და საზოგადოებას 7 ძირითადი მოვლენა დაუსახელა, რასაც მომდევნო 7 წელში უნდა ველოდოთ:
„ალბათ, გაინტერესებთ რა მოვლენებს უნდა ველოდოთ მომდევნო 7 წლის განმავლობაში, სანამ ურანი იქნება ტყუპების ზოდიაქოში.
შეგახსენებთ, რომ ურანი ტყუპებში რამდენიმე დღის წინ გადავიდა, მას ძალიან საინტერესო მოვლენების მოტანა შეუძლია კაცობრიობისთვის.
ყველამ ვიცით, რომ კოსმოსში პლანეტები მუდმივად მოძრაობენ მზის გარშემო, იცვლიან თანავარსკვლავედს, ზოდიაქოს ნიშნებს და მათ შესაბამისი ენერგეტიკა მოაქვთ კაცობრიობისთვის. მოქმედებენ აზროვნებაზე, შეხედულებებზე, მიდგომებზე და ა.შ.
ურანი არის ინტელექტის უმაღლესი დონე. ეს არის რაციონალური ხედვა, თავისუფლება, მეცნიერება, აღმოჩენა და ყველაფერი, რაც ახლის შექმნას, რეფორმას, ცვლილებას უკავშირდება. ტყუპები კი კომუნიკაციის, მიღება-გაცემის, სწავლის, განათლების ენერგიაა.
7 მიმართულება, რასაც უნდა ველოდოთ მომდევნო 7 წლის განმავლობაში:
- ერთ-ერთი დადებითი მოვლენა, რასაც უნდა ველოდოთ არის, მხედველობის არ მქონე ადამიანები შეძლებენ მხედველობის აღდგენას. მოხდება სმენადაქვეითებული ადამიანისთვის გაუმჯობესება. ამ პერიოდში ტვინში ჩიპების ჩადგმის საშუალებით ქირურგები მოახერხებენ ნერვების ტრასპლანტაციას, პარალიზებული ადამიანები შეძლებენ კიდურების გამოყენებას. გაჩნდება მოსაზრებები ადამიანის ტვინის რობოტებში გადანერგვაზე.
- სატრანსპორტო ინდუსტრიაში იქნება გადატრიალება. საწვავზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა შემცირდება, გაიზრდება ელექტრო ავრომობილების რაოდენობა. წამყვანი სახელმწიფოები ოფიციალურად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომ სოციალურ ცხოვრებაში ჩართონ მფრინავი ავტომობილების როლი. დაიწყება ტელევიზიების გაქრობა.
- ახალგაზრდებში საგრძნობლად გაიზრდება ალცჰაიმერისა და აუტიზმის მაჩვენებელი.
- მოხდება ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია.
- მსოფლიოს გაერთიანებისკენ ახალი ნაბიჯების გადადგმა.
- მოიხსნება ენის ცოდნის ბარიერი, ადამიანები ერთმანეთთან ნებისმიერ ენაზე, პირდაპირ რეჟიმში, მიკროყურსასმენების დახმარებით შეძლებენ საუბარს.
- განათლების სისტემაში უნდა ველოდოთ არსებული პროფესიების 80%-ის გაქრობას“, - ამბობს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე სპორტული, სიმპათიური“ - ირაკლი მაქაცარია სპორტდარბაზში ვარჯიშობს
⭕მაკა ზამბახიძე აუზზე გადაღებულ პიკანტურ ფოტოებს გვიზიარებს - „ზაფხული“