ახალგაზრდები ქორწინების თარიღს სხვადასხვა კრიტერიუმით არჩევენ, მაგალითად, სილამაზით, ვთქვათ, შვიდიანები ჭარბობს, ან ოჯახში მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. ასევე ხშირად საეკლესიო კალენდარსაც ითვალისწინებენ, რათა ქორწინება ღვთისგან იყოს დალოცვილი.
ცნობილი ადამიანები მრავალი საუკუნეა ქორწინების თარიღის საუკეთესო დროს ნუმეროლოგიის გათვალისწინებით არჩევენ.
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ სწორედ ის რიცხვები დაასახელა, როცა გაბედულად შეგიძლიათ ქორწინება დაგეგმოთ.
„3, 6, 19, 21, 25 ამ რიცხვებში ქორწინება კარგი. ძირითად შემთხვევაში ეს არის რაღაც ახლის, მნიშვნელოვანის საწყისი, რომელსაც უნდა ჰქონდეს ძალიან დადებითი ენერგია და იმპულსი. აქვე, თან უნდა ერთოდეს გრძნობის ელემენტი. ეს არის სიყვარულის აღმნიშვნელი, ახალი ცხოვრების ეტაპზე გადასვლა, რომელსაც სიყვარული ჰქვია.
ეს რიცხვები ამ მიმართულებაში გეხმარებათ, რომ სწორი მიმართულებით, იმპულსით დაიწყოთ ყველაფერი. უფრო ჰარმონიული, პოზიტიური, ხანგრძლივი და დადებითი იქნება თქვენი ურთიერთობა თუ ამ რიცხვებში იქორწინებთ.
მარტის და ივნისის არის განსაკუთრებულად კარგი ქორწინებისთვის, რადგან ამ ორ დღეს ენერგია კიდევ უფრო ძლიერდება. ხდება ციკლის ცვლილებაც“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი