სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight 5 დეკემბრის სავსემთვარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რჩევებს გვიზიარებს.
5 დეკემბრის სავსე მთვარე, რომელსაც ეზოტერულ ასტროლოგიაში „წლის მესამე სუპერ სავსე მთვარე“ ეწოდება, განსაკუთრებულად ძლიერი ენერგეტიკული გავლენებით გამოირჩევა. როგორც ეზოტერული პრაქტიკების გვერდზე AstroBlog SkyLight წერენ, დეკემბრის პირველი სავსე მთვარე არის „ცივი მთვარე“ ან „გრძელი ღამის მთვარე“, რომელიც ბუნებრივად უკავშირდება წელიწადის შეჯამებას, შინაგან გააზრებასა და ახალი ციკლისთვის მზადებას.
ტყუპებში მყოფი „სავსე მთვარე“ განსაკუთრებულად აძლიერებს კომუნიკაციის, აზროვნების, ინფორმაციისა და ურთიერთობების თემებს.
ამავე პოსტის მიხედვით, 2-დან 8 დეკემბრამდე პერიოდი შესაძლოა, იქცეს ცხოვრების ნიშნების, ცვლილებებისა და მინიშნებების ინტენსიურ ფაზად. ეს დღეები აჩვენებს, რა იყო სწორი არჩევანი გასულ წელს და რა უნდა დარჩეს უკან, რათა 2026 წელი ახალი ენერგიებით დაიწყოს:
„მეგობრებო, გთავაზობთ 5 დეკემბრის სავსე მთვარის უფრო სიღრმისეულ და ეზოტერული კუთხით განხილვას.
რა პროცესებს აღძრავს ის, რა შედეგებს აჯამებს და, რაც მთავარია, რა კარმულ გარდატეხებს შეიძლება მოიტანოს ამ სავსე მთვარემ ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სავსე მთვარეა.
ეზოტერულ ასტროლოგიაში მას მოიხსენებენ როგორც წლის მესამე სუპერ სავსე მთვარეს. სუპერმთვარის გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე ყოველთვის უფრო ძლიერი და შესამჩნევია, ვიდრე ჩვეულებრივი სავსე მთვარის დროს.
დეკემბრის სავსე მთვარეს ასევე უწოდებენ „ცივ მთვარეს“ ან „გრძელი ღამის მთვარეს“. ჩრდილოეთის განედებზე სწორედ დეკემბრის დასაწყისში ხდება ღამეები ყველაზე გრძელი: ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ბუნება ზამთრის სიჩუმეში ეფლობა. ეს ის დროა, როცა ადამიანები იკრიბებოდნენ კერიასთან, რომ შეეჯამებინათ წელი, გაეზიარებინათ ისტორიები და მზადება დაეწყოთ ახალი ციკლისთვის. ამიტომ ეს სავსე მთვარე ყოველთვის დაკავშირებულია გააზრებასთან, შეჯამებასთან, სიბრძნემდე მისვლასთან და გულახდილ საუბართან საკუთარ თავთან, რა დარჩა უკან და რა იქნება წინ.
ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ტყუპებში მყოფი სავსე მთვარისთვის. ტყუპები ხომ ინფორმაციის, კომუნიკაციის, კავშირებისა და ურთიერთობების ნიშანია გრძელი ღამის საუბრები.
სავსე მთვარე ზოგადად ყოველთვის გვაწვდის შედეგებს, მოაქვს სიცხადე და გაგება გარკვეული პროცესებისა. შესაბამისად, ტყუპებში სავსე მთვარე არის აზრების გაწმენდასა და ინფორმაციული წლის შეჯამებასთან დაკავშირებული მოვლენა: ქვეცნობიერი ეძებს პასუხებს იმაზე, რა ვისწავლეთ, ვისთან ვურთიერთობდით, რა გადაწყვეტილებები მივიღეთ და როგორ გადავანაწილეთ ჩვენი ენერგია.
თუმცა, მიმდინარე წლის ტყუპების სავსე მთვარეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება:
ის ერთდროულად რთავს სამ კარმულ წერტილს, და იმის გათვალისწინებით, რომ ეს იქნება 2025 წლის ბოლო სავსე მთვარე, ფაქტობრივად წარმოადგენს წლის მთლიანი ციკლის კულმინაციას.
ყველა ასტროლოგიური კონფიგურაცია, რომელიც ამ პერიოდში იქმნება, გვეუბნება: დადგა შეჯამების დრო.
მზისა და მთვარის ოპოზიცია ქმნის დიდი ჯვრის კონფიგურაციას მთვარის კარმულ კვანძებთან ე.წ. ბედის ღერძთან. ეს იშვიათი და ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტია.
სამხრეთ კვანძი – წარსული, გამოცდილება, კარმა, ჩვევები და ინერციული პროცესები.
ჩრდილოეთ კვანძი – მომავალი, განვითარება, ზრდის მიმართულება, ახალი მიზნები.
როდესაც სავსე მთვარე ზუსტად პერპენდიკულარულად დგება კარმულ ღერძთან, ადამიანი თითქოს ხვდება საკუთარი ბედის ცენტრში — აწმყოს წერტილში, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს კვეთს.
ამიტომ ეს სავსე მთვარე ბევრისთვის ხდება სავარაუდო გამოცდა, ჭეშმარიტების მომენტი.
შეიძლება გაჩნდეს მნიშვნელოვანი შანსები ან სიტუაციები, რომლებიც მომავალს შეცვლის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ, რა ხდება 3 დღით ადრე და 3 დღით შემდეგ, 2-დან 8 დეკემბრამდე.
ეს 7 დღე ქმნის ერთიან ენერგეტიკულ ფაზას, რომელიც აჩვენებს ნიშნებს, მინიშნებებს, კანონზომიერებებს, ადამიანების რეაქციებს.
ყველაფერი, რასაც ვხედავთ არის იმ გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებიც წინა თვეებში მივიღეთ.
მესამე კარმული წერტილი, რომელიც აქტიურდება, არის სელენა - „თეთრი მთვარე“, კეთილშობილური კარმის სიმბოლო, რაც აძლიერებს სიკეთეს, გულახდილობას, შინაგან სინათლეს და „მფარველი ანგელოზის“ ენერგიას.
თუ მთელი წლის განმავლობაში მოქმედებდით კეთილგანწყობილი მოტივებით, ეს სავსე მთვარე შეიძლება იქცეს ნამდვილ ზეციურ მხარდაჭერად, მოულოდნელ წარმატებად, მნიშვნელოვანი გზავნილად ან დახმარებად.
თუ პერიოდმა სირთულეები გამოავლინა - ეს არის შანსი გააანალიზოთ, რა უნდა შეიცვალოს.
მთავარი რეკომენდაციები ამ პერიოდში:
დააკვირდით ნიშნებს, საუბრებს, სიტყვებს, ინფორმაციას ტყუპების ენერგია ყველაფერს აზრს აძლევს.
აუცილებელია ფიზიკური და ინფორმაციული სივრცის გაწმენდა: ზედმეტი ფაილების წაშლა, უარყოფითი კონტაქტების შეწყვეტა, ტოქსიკური ურთიერთობების დასრულება.
სიტყვებს აქვს განსაკუთრებული ძალა: ნუ იკავებთ ბრალდებებით, კრიტიკით ან ნეგატივით საუბარს.
სურვილები და განზრახვები უნდა ჩამოყალიბდეს სუფთა გულით.
რეკომენდებული ჰარმონიზაციის პრაქტიკა:
მშვიდ ადგილას, რბილი შუქითა და მშვიდი მუსიკით:
ჩასუნთქვისას: „მე ვიღებ წარსულის გაკვეთილებს“
ამოსუნთქვისას: „მე ვირჩევ სინათლის გზას“
განმეორება 9-ჯერ.
ეს პრაქტიკა ჰარმონიას ამყარებს სავსე მთვარის, ბედის ღერძისა და სელენას ენერგიებთან.
ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ საოცარ, ნაყოფიერ სავსე მთვარეს, წარმატებულ პრაქტიკას და თქვენი ყველაზე ნათელი, ლამაზი მიზნების მიღწევას!
სიყვარულით და სინათლით“, - წერია ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ახალი ურთიერთობა ან ფლირტი გაგახალისებთ...“ - დეკემბრის სასიყვარულო პროგნოზი ყველა ნიშნისთვის
⭕„მთავარი შესაწირავი კი არ იყო - მთავარი გული იყო...“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე
🎥 „იავნანა“ - ნუცა ბუზალაძის შესანიშნავად შესრულებული ცნობილი სიმღერა