
7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი დაიწყო. ის მთვარის დაბნელებით გაიხსნა და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით დასრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 სექტემბრამდე არსებული პერიოდი ადამიანებისათვის ბევრი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.
დაბნელებების დერეფანი განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და სიახლეები დავგეგმოთ. ეს პერიოდი აუცილებლად გამოკვეთს ყველაფერს, რაც მოძველებული და არა საჭიროა და თითოეულ ადამიანს აიძულებს, მოვლენები რეალისტურად აღიქვას და ბევრი რამ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
ყველაფერთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში პირველად ხდება უნიკალური მზის დაბნელება:
„21 სექტემბერს გველოდება განსაკუთრებული მოვლენა - უნიკალური მზის დაბნელება, რომელიც უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში პირველად ხდება. ის შემოდგომის ბუნიობის წინ იწყება, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
დაბნელება ყოველთვის ააქტიურებს კარმულ პროგრამებს, რომლებიც კონკრეტულ სფეროებს ეხება. ამ სფეროებს დაბნელების ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს. ქალწული კი წესრიგის, ჯანმრთელობის, სამუშაოსა და ყოველდღიური მოვალეობების ნიშანია. ამიტომ, დაბნელება ამ უმნიშვნელოვანეს თემებს გამოკვეთს. უნდა მოვემზადოთ, რადგან ჯანმრთელობასა და სამსახურთან დაკავშირებით, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში, ისეთი ცვლილებები მოხდება, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
ქალწული ასევე ინტელექტის, ლოგიკისა და დეტალებისაკენ მიმართული ნიშანია. ამიტომ, 21 სექტემბრის დაბნელება გვკარნახობს, რომ მენტალურად მოვემზადოთ, ჩავრთოთ ლოგიკა, გავაანალიზოთ და მეტი ყურადღება მივაქციოთ დეტალებს, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტულია. ეს პერიოდი ჩვენი აზროვნების პროცესებს ააქტიურებს. ეს განსაკუთრებით ხაზგასმულია, რადგან დაბნელების მმართველი - პლანეტა მერკური, რომელიც ამავე დროს ქალწულის ნიშნის მმართველიცაა - დაბნელების წერტილთან კავშირშია.
ამ გზით მერკური ზოდიაქოს უმაღლეს ნიშანს — მწყემსსაც ააქტიურებს, რადგან უკვე სასწორის ნიშანში გადადის და დაბნელების წერტილთან კავშირი ნიშნების საზღვარზე ხდება. დაბნელების მმართველი მერკური გვიბიძგებს, რომ ყველაზე ღრმა ცნობიერებით მოვეკიდოთ საკითხებს, მოვიკრიბოთ ძალები, ჩავრთოთ გონება და ვიყოთ ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც აქამდე შეიძლება ჩვენს მზერას გამორჩენოდა. ყველაფერი, რაც უმნიშვნელოდ მიგვაჩნდა, ახლა შეიძლება ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ბედის დიდი ცვლილებების გასაღები გახდეს — არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ გლობალურ დონეზეც.
მერკურის ფაზამ, 13 სექტემბერს მზის მიერ „დაწვის“ პერიოდის გავლის შემდეგ, ჩვენი მენტალური სივრცე მოძველებული რწმენებისგან გაწმინდა. ახლა იწყება ახალი მისწრაფებებისა და მიზნების ფორმირება, რომლებიც უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდება. დაბნელების ძალასთან ერთად, რომელიც პროცესებს ყოველთვის აჩქარებს, ჩვენი გონება და აზროვნება აქტიურდება. გონების სიცხადე, გაანალიზების უნარი და უფრო პრაქტიკული გადაწყვეტილებების პოვნა - აი, რას მიგვანიშნებს ახლა დაბნელება და მისი მმართველი მერკური: „მოუსმინე შენს აზრებს, დააკვირდი დეტალებს, ჩაინიშნე იდეები. ახლა მათში მომავლის პოტენციალი იმალება“.
ამ პერიოდში შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდეს. საუბრების, შეხვედრებისა თუ შემთხვევითი ფრაზების მეშვეობით აქამდე ბუნდოვანი სიტუაციების გარკვევა და გაცნობიერება იწყება - ჩვენ სამყაროს ძალებისგან მინიშნებებს ვიღებთ. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონების სიფხიზლე, მეტი გაანალიზება, შემოწმება და გადამოწმება, მაგრამ კრიტიკასა და ეჭვებში ჩარჩენის გარეშე. სწორედ აზროვნების სიცხადე და კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების მიქცევა დაგვეხმარება, რომ ეს დაბნელება მოწესრიგებულად და მომზადებულად გავიაროთ და არა გაურკვევლად და ქაოსურად.
ზოგადად, ქალწული ვერ იტანს ქაოსს და უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში აქტიურად დაიწყებს წესრიგის დამყარებას. წარმოიდგინეთ, რომ ამ დაბნელების დროს ცა თითქოს უზარმაზარ ცოცხს იღებს ხელში და იწყებს ყველაფერი ზედმეტისა და არასაჭიროს გადაყრას, რაც ჩვენს განვითარებას ხელს უშლის. გარდა ამისა, ეს დაბნელება სამხრეთ კვანძზე ხდება, რომელიც ჩვენი წარსულის კარმულ პროგრამებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ბევრი რამ დაიხურება. გაზაფხულამდე ჩვენ სერიოზულად და აქტიურად მოვაწესრიგებთ და გავასუფთავებთ არა მხოლოდ ჩვენს პირად ცხოვრებას, არამედ მოწმე გავხდებით წესრიგისა და წმენდისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სამყარო პირდაპირ გვისვამს მოთხოვნას: „დაალაგე, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ წინსვლას უკეთესი მომავლისკენ!
მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ განსხვავება მთვარისა და მზის დაბნელებებს შორის. მთვარის დაბნელებები უფრო მეტად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, ემოციებსა და შინაგან მდგომარეობაზე. ხოლო მზის დაბნელება ყოველთვის ახდენს მოვლენების ფორმირებას ჩვენს ცხოვრებაში. მზის დაბნელებები გარე სიბრტყეზე მუშაობს, ისინი ცვლიან გარემოებებს და ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ბედის ახალი ხაზები, მოაქვთ შეხვედრები, ცვლილებები სამსახურში, გათავისუფლება ან ახალი თანამდებობის მიღება, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებები. სწორედ მზის დაბნელებაა განსაკუთრებული კარმული მომენტი — ეს არის ბედისწერის პორტალი, როდესაც ზოგიერთი კარი სამუდამოდ იხურება, ხოლო სხვები იხსნება. ხშირად, სწორედ მზის დაბნელების პორტალი გვაძლევს ისეთ შანსს, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდით. ეს იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმაც, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდნენ მზის დაბნელებების, როგორც გადამწყვეტ წერტილების მიმართ, რომლებიც აქვთ ძალა შეცვალონ ადამიანებისა და ქვეყნების ბედი.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვმართოთ დაბნელების ენერგია. ეს არის ეზოტერული ცოდნა, რომელიც ადრე მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისთვის იყო ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, შეიძლება არაფერი გავაკეთოთ და შემდეგ უბრალოდ მივიღოთ ის, რასაც თავად სამყარო შემოგვთავაზებს, მაგრამ დაბნელება ხომ განსაკუთრებული შანსია, თითქოს თითოეულ ჩვენგანს ხელში ოქროს გასაღებს გვაძლევს სამყარო, რომელიც გვეუბნება, რომ ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, და სწორედ ახლა შეგვიძლია ისეთი არჩევანის გაკეთება, რომელიც უფრო ბედნიერ, ჯანმრთელ და ჰარმონიულ მომავალთან მიგვიყვანს.
დაბნელებისთვის სპეციალურ რიტუალს შემოგთავაზებთ, რომელიც დაგვეხმარება ცნობიერად გავიაროთ და ვმართოთ უძლიერესი ენერგიის ნაკადი ჩვენს სასიკეთოდ. დაბნელება არის კოსმოსური კურსის კორექცია. თუ მას სწორად გავივლით, ცვლილებები შეიძლება ჩვენი ძალის წყაროდ გადაიქცეს.
რიტუალს დავდებ ხვალ ღამით, რადგან მზადება სასურველია დაიწყოს 3 დღის ადრე, რიტუალის ბოლოს შემოგთავაზებთ სპეციალურ აფირმაციებს.
ახლა კი, დეტალურად გავაანალიზოთ დაბნელების ენერგიები და ასპექტები:
21 სექტემბრის ნაწილობრივი მზის დაბნელების პიკი 23:54 საათზე დადგება თბილისის დროით. ეს დაბნელება ხილული იქნება ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, წყნარი ოკეანის კუნძულებისა და ანტარქტიდის ტერიტორიაზე. თუმცა, დაბნელების ენერგიები ყველაზე ზემოქმედებს, მიუხედავად ხილვადობისა.
გავიხსენოთ მნიშვნელოვანი ასტროლოგიური წესი: კატეგორიულად არ გირჩევთ დაბნელების პროცესზე თვალის მიდევნებას. პირიქით, უმჯობესია მჭიდროდ ჩამოაფაროთ ფარდები. კიდევ უკეთესია, თუ ჩამოფარებული ფარდებით ჩაატარებთ რიტუალს, რომელსაც შემოგთავაზებთ, რათა დაბნელების ენერგია თქვენთვის სასარგებლო მიმართულებით წარმართოთ და თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენები მოიზიდოთ.
21 სექტემბრის მზის დაბნელება ქალწულის ნიშნის 29-ე გრადუსზე ხდება, რაც ე.წ. ანარეტული გრადუსია. ის ყოველთვის განსაკუთრებულ დაძაბულობასა და საბედისწერო ხასიათს ატარებს, რადგან ბოლო გრადუსები ციკლის დასრულების წერტილია, ეს არის შედეგების შეჯამება. ამგვარად, ჩვენ ყველაფრის კულმინაცია გველოდება, რაც ქალწულის არქეტიპთანაა დაკავშირებული. ამ გრადუსში ნიშნის მაქსიმალური კონცენტრაციის ენერგიაა თავმოყრილი. ამიტომ, 21 სექტემბრის მზის დაბნელება ქალწულის 29-ზე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში სისტემების გლობალურ გადატვირთვას გულისხმობს. ის წამოჭრის ჯანმრთელობის, დღის რეჟიმის, კვების, ბალანსის, შრომისა და დასვენების საკითხებს.
ბევრი იგრძნობს ჯანმრთელობის ცვლილებებს როგორც დადებით, ისე უარყოფითი კუთხით, იმის მიხედვით, თუ რა კარმა გაქვთ ამ მომენტისთვის დაგროვილი და როგორ გაივლით ამ დაბნელებას. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, შესაძლოა გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები ან გაჩნდეს ზურგის პრობლემები, რადგან ამ დაბნელების ენერგია მჭიდროდაა დაკავშირებული სატურნთან, ვინაიდან დაბნელების წერტილი ამ პლანეტის ოპოზიციაშია. სატურნი სწორედ ის პლანეტაა, რომელიც მართავს კარმას. მის გავლენას ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობაზე, არამედ ჩვენს სამსახურზეც ვიგრძნობთ. სავარაუდოდ, ის გარდამტეხი ზღვარი გახდება ბევრი ადამიანისა და პროცესისთვის. აქაც შეგვიძლია, ძალიან დიდ ცვლილებებს ველოდოთ. ბევრი გათავისუფლდება სამსახურიდან ან დაიწყებს ახალ სამსახურს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ 29-30-ე გრადუსი ყოველთვის იწვევს „ვადის ამოწურვის“ შეგრძნებას, თითქოს სამყარო გვეუბნება: „დრო ამოიწურა. ან შეიცვლები, ან გარემოებები გაიძულებენ შეიცვალო“. ეს არის ამ დაბნელების მთავარი ლაიტმოტივი.
დაბნელების წერტილი „იალქნის“ კონფიგურაციაში შედის, რომელიც ყოველთვის ძალიან დინამიკურია. როდესაც „იალქანი“ ირთვება, პროცესების აჩქარება ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია ჰარმონიულია, მხარდამჭერი.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ნებისმიერი, თუნდაც მცირე ძალისხმევა, სამყაროს ენერგიის მიერ იქნება მხარდაჭერილი.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რისი დასრულებაა ან შეცვლაა მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში? უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჯანმრთელობას - დავფიქრდეთ დღის რეჟიმზე, კვებაზე, ჩვევებზე. ეს დაბნელება მოგვცემს ძალას, რომ თავი დავანებოთ მავნე ჩვევებს და უფრო ჯანსაღ ცხოვრების წესზე გადავერთოთ.
სამსახურის თვალსაზრისითაც, ახლა მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, მივდივართ თუ არა ჩვენი დანიშნულების გზით, თუ ეს სამსახური აღარ გვაძლევს შთაგონებას, მორალურ კმაყოფილებას ან მატერიალურ შედეგს. ასევე, ჩვენი ყოველდღიური მოვალეობები, რუტინა, როგორც ვცხოვრობთ - რამდენად ეფექტურად ვიყენებთ დროს? ვცდილობთ თუ არა განვითარებას, თუ ერთ ადგილზე ვართ გაჩერებული? სად იხარჯება ჩვენი დრო - სასარგებლო საქმეებში თუ ზედმეტ, არასაჭირო აურზაურში, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ენერგიას შთანთქავს?
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ეს დაბნელება პრაქტიკულად შემოდგომის ბუნიობის დღეს ერწყმის. შემოდგომის ბუნიობა იწყება, როდესაც მზე სასწორის ნიშანში გადადის. ახლა მნიშვნელოვანია, გავიაზროთ სასწორის სიმბოლო, დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი ცხოვრების ერთ მხარეს, რაც ჩვენი კეთილდღეობისა და საქმიანი პროცესებით კმაყოფილების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და რა არის მეორე მხარეს - ის, რაც გვზღუდავს, გვიშლის ხელს, ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ დაბნელების წერტილი ზოდიაქოს უმაღლეს ნიშანს - მწყემსს ააქტიურებს. მაგრამ ამავე დროს, მწყემსის საპირისპიროდ, კიდევ ერთი უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანი - საათები სატურნისა და ნეპტუნის მიერ აქტიურდება, რადგან მათი შეერთებაც თევზებისა და ვერძის ნიშნების საზღვარზე ხდება. ნეპტუნი ახლა ვერძშია, ხოლო სატურნი - თევზებში. საათების ჩართვა ყოველთვის რაღაც ციკლების გლობალურ ცვლილებას აღნიშნავს. ამ დაბნელებაში საათები გვახსენებს: აღარ შეიძლება ენერგიის ფუჭად ხარჯვა. მნიშვნელოვანია, დავასრულოთ ის, რაც დიდი ხანია გრძელდება და წინსვლას გვიშლის. თუ თქვენს ცხოვრებაში გადაუწყვეტელი საქმეები, ძველი ჩვევები და დაუსრულებელი პროცესებია, სწორედ ამ დაბნელების პერიოდში გაქვთ შანსი, დაასრულოთ ისინი.
მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ დაბნელებაში საათები არა მხოლოდ სტიმულატორია, არამედ თითქოს მკაცრი გამომცდელია. ის ამბობს: „დრო ამოიწურა, საკმარისია გადადება“. ყველაფერი, რაც ყოყმანთან, გაუბედაობასთან და „მოგვიანებით“-ის უსასრულო მოლოდინთანაა დაკავშირებული, ჩამოიშლება.
თუ წლების განმავლობაში რაღაც არ გადაგიწყვეტიათ, ახლა გარემოებებმა შეიძლება გაიძულოთ, ნაბიჯი გადადგათ. ეს შეიძლება გამოვლინდეს თქვენს ცხოვრებაში სამუშაო პროექტების, გარკვეული საქმიანი ურთიერთობების, ხანგრძლივი სასამართლო დავების დასრულებით, ან უბრალოდ შინაგანი გადაწყვეტილებით:
„აღარ ვიცხოვრებ ასე“. რადგან საათები სტრუქტურირების ძალაა. აქვე ჩართულია სატურნი, კარმისა და სტრუქტურის პლანეტა. სატურნის საათებთან კავშირის ამოცანაა, გამოგვიყვანოს სტაგნაციის მდგომარეობიდან, რათა ძველი ცხოვრების წესის ადგილას რაღაც ახალმა და სრულყოფილმა დაიმკვიდროს ადგილი.
უმაღლესი ზოდიაქო - მწყემსი, რომელიც მერკურისა და დაბნელების წერტილის მიერ აქტიურდება, გაცილებით რბილად მოქმედებს. მისი ენერგია არის ზრუნვა, სულიერი მენტორობა, შინაგანი ხელმძღვანელობა. მწყემსი სამყაროს შემოქმედებითი ძალების სიმბოლოა.
ამიტომ, ამ დაბნელების პერიოდში თქვენ შეიძლება, მოულოდნელად მიიღოთ მხარდაჭერა ადამიანისგან ან სხვა ძალისგან, რომელიც თქვენთვის მანათობელ ვარსკვლავად იქცევა. ეს შეიძლება იყოს ახალი მასწავლებლის, მენტორის, მოძღვარის, გურუს გამოჩენა, ან უბრალოდ გულახდილი საუბრები თქვენს ახლობელთან, მეგობართან რომელიც თვალებს აგიხელთ. ან შესაძლოა, ეს ენერგია თქვენი საკუთარი ინტუიციის ხმის მეშვეობით გამოვლინდეს.
მწყემსის ჩართვა გვეუბნება, რომ ახლა ყველაფერი მარტომ არ უნდა წარმართოთ. მიმართეთ დახმარებას, რჩევებს. მწყემსის ენერგიები დაგეხმარებათ, იპოვოთ საჭირო მკურნალი, თუ ეს გჭირდებათ, ჩაიტაროთ გამოკვლევა, გაარკვიოთ დიაგნოზი და დაინიშნოს სწორი მკურნალობა. ის ასევე დაგეხმარებათ სამსახურის საკითხებში, რომ თქვენი თანამდებობა ან საქმიანობა უფრო შეესაბამებოდეს თქვენს დანიშნულებას. ამიტომ, ისწავლეთ ენდოთ, მიიღოთ დახმარება და გაუზიაროთ თქვენი სინათლე სხვებს.
თუ სწორად ჩაერთვებით ამ ნაკადში, იგრძნობთ, რომ ძველი კარმული პროგრამები იხურება, ნეგატივი თქვენი ცხოვრებიდან თითქოს ქრება, სამაგიეროდ, ძალიან საინტერესო პერსპექტივები იხსნება. ამიტომ, დატოვეთ ადგილი ნდობისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც სამყაროსგან მიიღებთ. ზოგჯერ, სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მოულოდნელი ფორმებით მოდის.
დაე, შემოდგომის მზის დაბნელების და ბუნიობის ძალამ აგავსოთ ყველა სიკეთით, რაც სამყაროშია!“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღიმილის დედოფალო“ - ბაბი კირკიტაძის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა