Digest Logo

🎥 გაიცანით, 85 წლის ცისანა იაკობიძე – მასწავლებელი, რომელიც წიგნებს, მიწას და თაობებს ერთნაირი სიყვარულით ემსახურება

1758189186
ცისანა იაკობიძე

85 წლის ცისანა იაკობიძე, ყოფილი მასწავლებელი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა, დღესაც აქტიურად აგრძელებს საქმიან ცხოვრებას. მის შესახებ სიუჟეტი გადაცემამ „დილა მშვიდობისა, საქართველომ“ მოამზადა.

იგი დღეც დილის 6 საათზე იწყებს. პირველად ძროხას წველის, შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.

როგორც თავად ამბობს, მუშაობა მისთვის განტვირთვაა, ხოლო ენერგიას პასუხისმგებლობა და ოჯახის სიყვარული აძლევს.

„არ შემიძლია ჩემი ენერგია არ მოვახმარო ოჯახს. მიწევს გონებრივად მუშაობა, და ბოსელში თუ ბოსტანში ყოფნა ჩემთვის განტვირთვაა“, – ჰყვება ცისანა იაკობიძე.

მიუხედავად ასაკისა, იგი არ გაშორებია წიგნებს – დღეც კი არ შეუძლია კითხვის გარეშე. მისი საყვარელი მწერალი ვიქტორ ჰიუგოა.

„წიგნები ძალიან მიყვარს, ერთი დღეც არ შემიძლია კითხვის გარეშე გავძლო“,– ამბობს იგი.

ცისანა სკოლის ისტორიასაც წერს – აგროვებს მასალებს, რომელსაც სამომავლოდ მუზეუმს გადასცემს.

მისი ცხოვრება არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება იცხოვრო სიყვარულით, შრომით და უკომპრომისო ერთგულებით თაობებისადმი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები სასამართლოში წარადგენენ „მეცნიერულ მტკიცებულებებს“, რომ საფრანგეთის პირველი ლედი ნამდვილად ქალია

🎥 „ღიმილის დედოფალო“ - ბაბი კირკიტაძის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა