Digest Logo

🎥 „უარი მხოლოდ იმიტომ არ თქვათ, რომ შეთავაზება მოულოდნელია...“ - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური რჩევები

1789828630
თაკო მელიქიშვილი

სექტემბრის ბოლოს გარკვეულ შემოთავაზებას მიღებთ - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„♓ თევზები

შესაძლებლობა შესაძლოა მოვიდეს ადამიანისგან, რომელთანაც აქამდე სერიოზულ პერსპექტივას არ აკავშირებდით. საუბარმა, რეკომენდაციამ ან შემთხვევითმა ნაცნობობამ შეიძლება ახალი შემოსავლის წყაროს ან საინტერესო თანამშრომლობის დასაწყისი მოგიტანოთ. უარი მხოლოდ იმიტომ არ თქვათ, რომ შეთავაზება მოულოდნელია ან ჩვეული როლიდან გამოსვლას მოითხოვს.

♈ ვერძი

შესაძლოა გაგაღიზიანოთ იმან, რომ შედეგს მყისიერად ვერ მიიღებთ. მოგინდებათ, ყველაფერი ხუთ წუთში გადაწყვიტოთ და გზა გააგრძელოთ. თუმცა ამჯერად სჯობს დეტალები, ციფრები, ვადები და თანამშრომლობის ფორმატი კარგად გადაამოწმოთ. შესაძლებლობა შეიძლება იმაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე თავიდან მოგეჩვენებათ.

♊ ტყუპები

ახალი მიმართულება შესაძლოა მიმოწერის, ძველი ნაცნობის ან ადამიანის დახმარებით გამოჩნდეს, რომელიც მოულოდნელად საინტერესო იდეით დაბრუნდება. მთავარი შეცდომა იქნება ამ შეთავაზების უკვე შედგენილ გეგმებთან შედარება. ზოგჯერ ახალი გზა ძველს კი არ აუმჯობესებს, არამედ თამაშის წესებს მთლიანად ცვლის“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზება“ - რა გველოდება უახლოეს მომავალში: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში

⭕„ტრაქტორი გაუფუჭდა თანასოფლელ ბიჭს და მისახმარებლად მისულან, ამ დროს დაეჯახათ დიდი სატვირთო“ - ვინ არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიისას დაღუპულები?