♈️ 🔥♂ 9 აპრილს, თბილისის დროით 23:51 საათზე, მარსი( ენერგიის, ქმედების და აგრესიის პლანეტა) გადადის ვერძში, საკუთარ მართვის ნიშანში.
მარსისთვის ვერძი ბუნებრივი გარემოა. ეს არის ცეცხლოვანი, კარდინალური ენერგია, სადაც მარსის თვისებები ყველაზე სუფთად და პირდაპირ ვლინდება.
აქ ის არის ინიციატივიანი, სწრაფი, უშუალო, ექსპრესიული, ხშირად იმპულსურიც. მარსი ვერძში კარგად გაწვრთნილ, ძლევამოსილ მეომარს ჰგავს. მამაცს და უშიშარს, მიზნისკენ პირდაპირ, შემოვლითი გზების გარეშე მიმავალს.
თუმცა სწორედ ამ ძალაში იმალება მისი გამოწვევაც: უკონტროლო იმპულსი ადვილად შეიძლება გადაიქცეს დესტრუქციულ ქმედებად, ამიტომ მარსის საუკეთესო გამოვლენა ამ პოზიციაში მოითხოვს დისციპლინას, თვითკონტროლს და ენერგიის სწორად მიმართვას.
მარსის ტრანზიტი ზოგადად აძლიერებს მოტივაციას, ფოკუსს და მოქმედების სურვილს. ეს არის დრო, როდესაც გვიჩნდება იმპულსი დავიწყოთ, გადავდგათ პირველი ნაბიჯი, ვიმოქმედოთ, თუმცა ამ ტრანზიტს აქვს მნიშვნელოვანი დასაწყისი: ♂♆ 🌊ნიშანში შესვლისთანავე მარსი ხვდება ნეპტუნს, რამაც შეიძლება შეუქმნას ილუზიური წარმოდგენები საკუთარი ძალის, შესაძლებლობების ან მიმართულების შესახებ.
ეს არის ეტაპი, როდესაც ქმედება შეიძლება იყოს ბუნდვანი, გაურკვეველი ან არასწორად მოტივირებული.
🪐ამის შემდეგ, მარსი უერთდება სატურნს - პლანეტას, რომელიც ზღუდავს, ამუხრუჭებს და გვაიძულებს დავფიქრდეთ. სატურნი მარსის იმპულსურ ბუნებას უპირისპირებს სტრუქტურას, გეგმას და პასუხისმგებლობას. აქ ქმედება აღარ არის მხოლოდ სწრაფი - ის უნდა გახდეს გააზრებული და გამართული. სწორედ ამ ორი პლანეტასთან „შეხვედრა“ წარმოადგენს ერთგვარ გამოცდას მარსისთვის: ილუზიიდან - რეალობაში, იმპულსიდან - დისციპლინაში.
20 აპრილის შემდეგ, როდესაც სატურნთან ასპექტი იშლება და 17 აპრილის ახალმთვარეობაც ჩავლილია, მარსი უკვე განსხვავებულ მდგომარეობაში აგრძელებს მოძრაობას - უფრო გაცნობიერებული, გაწვრთნილი და გამოცდილებით გამდიდრებული.
ამის შემდეგ მისი ენერგია გაცილებით მიზანმიმართული და ეფექტური ხდება. ვისთვის იქნება ეს ტრანზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? ვერძებისთვის, კირჩხიბებისთვის, სასწორებისთვის და თხის რქებისთვის - განსაკუთრებით თუ ამ ნიშნებში მნიშვნელოვანი პლანეტები ან კუთხეები გაქვთ. იმისთვის, რომ ეს ძლიერი ენერგია სწორად და შედეგიანად გამოვიყენოთ, მნიშვნელოვანია არ ავყვეთ იმპულსურობას და სპონტანურ რეაქციებს.
მარსი ვერძში გვაძლევს სწრაფი მოქმედების სურვილს, თუმცა საუკეთესო შედეგს იმ შემთხვევაში დავდებთ, თუ ნაბიჯები გააზრებული და კარგად გათვლილ გეგამზე იქნება დაფუნებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ, არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას“ - ოთარ კეპულაძე