29 ივლისს ცაზე სავსემთვარეობა გამოჩნდება - ფაზა, რომელიც მთვარის ციკლის ყველაზე კაშკაშა მომენტად მიიჩნევა. ასტრონომიული მოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იქნება ხილული, ხოლო ცის დაკვირვების მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, მთვარე მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებული სიკაშკაშით იხილონ.
ამ და სხვა ასტროლოგიურ მოვლენებზე სოციალურ ქსელში ინფორმაციულ ვიდეოს ასტროლოგი მედეა დოლიძე გვიზიარებს:
„ყველას უხარია რეტრო მერკურის დასასრული, თუმცა არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ისეთი ასტროლოგიური მოვლენების ეპიცენტრში შევდივართ, რომ რეტრო მერკური საბავშვო გასართობ პროგრამად მოგვეჩვენება.
დღეს არის წლის ერთ-ერთი მძიმე სავსემთვარეობა მერწყულში, რომელიც შეერთებული არის პლუტონთან. არის ოპოზიციაში მზე-იუპიტერის შეერთებასთან.
წარმოიდგინე სავსემთვარეობა, რომელიც სულ დასასრულს და კულმინაციას გულისხმობს. ჩახუტებულია პლუტონთან, ქვესკნელის მბრძანებელთან. საკმაოდ რთული გადასატანია ენერგეტიკულ დონეზე. ახასიათებს: შფოთვა, უძილობა და თავის ტკივილი. არაცნობიერი შიშების ზედაპირზე ამოტანა, ძველი წყენების გამწვავება. უმარტივესია ფატალური შეცდომების დაშვება. მძვინვარებს ურთიერთობების მოკვეთის საშიშროება.
ლომში მდგომი მზე და იუპიტერის ტანდემი ცეცხლს ასხამენ ნავთზე, ეგოს გაბუქების გზით. წინა პლანზეა ამპარტავნება. მე-ზე აქცენტი ამ შეერთების ძლიერი მხარეა. თუმცა კარგი პერიოდია თვითგამოვლენისთვის.
ამას ემატება მარსის და ვენერას დაძაბული კვადრატი. კიდევ უფრო ამძაფრებენ შინაგან და გარეგან კონფლიქტებს და შესაძლოა ომში გადაიზარდოს. ასევე სატურნი ხდება დღეს რეტროგრადული. ყველა ჩვენ ქმედებაზე მოგვთხოვს პასუხს. ასევე მას აქვს დაძაბული ურთიერთობა მერკურთან. ყრუ კედელს ეჯახება საუბრები.
შევდივართ ასევე დაბნელებების დერეფანში, რომელიც 12 აგვისტოს დაიწყება ლომის ზოდიაქოს ნიშანში. დასრულდება მთვარის დაბნელებით 28 აგვისტოს. ასევე მთვარის კარმულმა კვანძებმა შეიცვალეს ნიშნები. ბოლო 18 თვე ისინი მოძრაობდნენ თევზებისა და ქალწულის ღერძზე. ახლა კი მერწყულებო და ლომებო მოემზადეთ“, - ამბობს მედეა დოლიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არ არსებობს უნივერსალური წესი...“ - რას ნიშნავს იყო პაგანი: ნინო ლეჟავას განმარტება
⭕„ნუ ეცდები მოვლენების ძალდატანებით მართვას“ - 28 ივლისის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით
⭕ ქარელში ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი