შიდა ქართლის რეგიონში, ქარელში კაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანა.
დაშავებული კაცი ტაქსის მძღოლია.
შემთხვევა გუშინ, 28 ივლისს მოხდა. როგორც „ქართლის ამბებს“ კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80% შეადგენდა, რის გამოც პაციენტი თბილისში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: