Digest Logo

🎥 „ხელფასს რომ ვიღებდით, ვაბარებდით დედამთილს და ის ანაწილებდა საქმეში, თუ დაგვჭირდებოდა გვაძლევდა“ - გია ჯაჯანიძის დედა

1751573227
გია ჯაჯანიძე

გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სტუმარი, გია ჯაჯანიძის დედა იყო, რომელმაც ცხოვრებასა და წამყვანის ბავშვობაზე ისაუბრა. მაყურებელმა თბილი და ემოციური საუბარი მოისმინა, სადაც ჯაჯანიძის პირადი ცხოვრების შესახებ აქამდე უცნობი დეტალები პირველად შეიტყო.

გარდა ამისა, ტელეწამყვანის დედამ დედამთილ-მამამთილიც გაიხსენა:

„ორსულობისას მაინც და მაინც ისეთი რაღაცები მინდოდა, რაც იმ დროს არ იყო. მომინდა სიმინდი იანვარში, ვთქვი სახლში და ჩემმა მამამთილმა რომ გაიგო, ადგა, წავიდა მატარებელში და იქ მოიძია ხალხში, მეორე დილით მოვიდა სამ კილოიანი ბანკით, დაკონსერვებული სიმინდი მომიტანა. 

დედამთილი ძალიან კარგი ქალი იყო, მაგრამ ცოტა მამალი, მკაცრი ქალი იყო. სტუმრები უყვარდა, მაგრამ ცოტა ხნით. რომ მიხვიდოდი გკითხავდა, გშია? როდის მიდიხარ? 

ხელფასს რომ ვიღებდით, ვაბარებდით დედამთილს და ის ანაწილებდა საქმეში, თუ დაგვჭირდებოდა გვაძლევდა. ოჯახს ის განაგებდა. არასდროს გვიჩხუბია, დაიწყებდა ჩხუბს და გავიდოდი იქით ხოლმე და მეუბნებოდა, „რავა“ იქ ვერ გამოვალო? იცი რაზე მეჩხუბებოდა? დემური რომ დაიღუპა და ვტიროდი მაგაზე, განა სხვა რამეზე? ჩუმად მივდიოდი სასაფლაოზე და მეკითხებოდა, რა ქენი, ნახეო? 

ისე ჯავრობდა, ნერვიულობდა, რომ 1 წლის შემდეგ დაიღუპა ჩემი დედამთილი, მე მამხნევებდა, თორემ განა თავად არ ჯავრობდა?“, - ამბობს გია ჯაჯანიძის დედა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კოცნა და ხელის მოხვევა რომ იციან ახლა, სანამ არ წამიყვანა ცოლად, დავიფიცებ არ უკოცნია... მქონდა ნაწნავები და მაგით მოვეწონე“ - გია ჯაჯანიძის დედის სიყვარულის ისტორია

„მენატრებოდა სკოლაში რომ წავსულიყავი, არ მიშვებდნენ, რადგან სახლში ვმუშაობდით, გაჭირვება იყო“ - გია ჯაჯანიძის დედა ბავშვობას იხსენებს

🎥 „ბედნიერების გზა დიდხანს ვეძებე და ვიპოვე ჩემი შრომით, ადამიანების პატივისცემით, მადლიერებით, თავმდაბლობით და სიყვარულით“ - გია ჯაჯანიძის ემოციური მონოლოგი