Digest Logo

„გეგმები, რომლებიც დამუხრუჭებული და გაჩერებული იყო ნელ-ნელა დაიძვრება...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

1761754147
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად ასტროლოგი ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

„ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი:

ინგრესია:

* 4 ნოემბერი > მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოში
* 7 ნოემბერი > ვენერა მორიელის ზოდიაქოში
* 8 ნოემბერი < ურანი კუროს ზოდიაქოში (რეტროგრადულად)
* 19 ნოემბერი < მერკური მორიელის ზოდიაქოში (რეტროგრადულად)
* 22 ნოემბერი > მზე მშვილდოსნის ზოდიაქოში (5:36 საათზე)

რეტროგრადული პლანეტები:

* 9 ნოემბერი < რეტროგრადული მერკური (მშვილდოსნის მე-7 გრადუსიდან)
* 11 ნოემბერი < რეტროგრადული იუპიტერი (კირჩხიბის 26-ე გრადუსიდან)
* 28 ნოემბერი > დირექტიული სატურნი (თევზების 26-ე გრადუსიდან)
* 29 ნოემბერი > დირექტიული მერკური (მორიელის 21-ე გრადუსიდან)
* სავსემთვარეობა - 5 ნოემბერი (17:19 საათზე)
* ახალმთვარეობა - 20 ნოემბერი (10:47 საათზე)

4 ნოემბერს მარსი მორიელის ნიშანს დატოვებს და მშვილდოსანში გადაინაცვლებს. თუმცა სწორედ ამ დღეს იქნება მარსი-ურანის ოპოზიციის პიკი, რაც შეიძლება „კუდის მოქნევას“ შევადაროთ. 3-5 ნოემბერი დაძაბული დღეები იქნება და მოიმატებს ფეთქებადსაშიში სიტუაციები. თუმცა მარსის მშვილდოსანში გადასვლის შემდეგ ადამიანებში არსებული ენერგია, რომელიც ოქტომბერში ძირითადად დესტრუქციულად ვლინდებოდა, ნოემბრის პირველივე კვირიდან კონსტრუქციულ კალაპოტში მოექცევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქტიურობის ხარისხი დაიკლებს. უფრო პირიქით, ბევრი ადამიანები კიდევ უფრო გააქტიურდება. უბრალოდ, მოიმატებს ოპტიმიზმი და გამოყენებული შანსების რაოდენობა.

5 ნოემბერს სავსემთვარეობა იქნება (კუროში). ეს გულისხმობს ქაოსის შემდეგ სიმშვიდის მოპოვებას, ძალების აღდგენას, ემოციურ დამშვიდებას, საკუთარ თავში თუ გარემოში საყრდენის მოძებნასა და კომფორტის შექმნას. ამ სავსემთვარეობის გზავნილია: შეჩერდი. ჩაისუნთქე-ამოისუნთქე. იგრძენი მიწა ფეხქვეშ“.

7 ნოემბრიდან ვენერა მორიელის ნიშანში გადავა და იქ 1 დეკემბრამდე დარჩება. ასე რომ, ნოემბერში პირადი ცხოვრება ერთ-ერთ პირველ ადგილზე იქნება. ვენერა მორიელში გამოძევებულ მდგომარეობაში, რაც სიყვარულში ინტენსივობის გაძლიერებაზე მიანიშნებს. დადებითი კუთხით მოიმატებს მიმზიდველობა, შარმი და სექსუალურობა. უარყოფით ასპექტში კი გამოვლინდება როგორც ეჭვიანობა, უნდობლობა და კონტროლის მძაფრი სურვილი. იმ ადამიანებმა, ვისაც გრძნობების სიღრმე და სიმძაფრე აშინებთ, ამ პერიოდში ახალი ურთიერთობის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავონ.

8 ნოემბრიდან რეტროგრადულად მოძრავი ურანი კუროს ნიშანში დაბრუნდება და იქ 2026 წლის 26 აპრილამდე დარჩება. ფაქტობრივად, ეს იქნება 2018-19 წლებიდან დაწყებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ნებისმიერი ფორმების საბოლოო გაცნობიერება, რაც გამოიხატება ან მის დაშლაში ან განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში. უახლოესი ექვსთვიანი პერიოდი მსოფლიო პოლიტიკისთვის და ეკონომიკისთვის იქნება ერთგვარი წყალგამყოფი, რომელიც 2026 წლის გაზაფხულზე დაანახვებს მსოფლიოს თუ რა ტენდენციები განვითარდება 2026-2033 წლებში.

9 ნოემბრიდან მერკურის რეტროგრადული ფაზა დაიწყება და 29 ნოემბრამდე გასტანს. საქმიანი ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან და მოლაპარაკებებთან მოსალოდნელია წინაღობების შექმნა. ეს არ არის კარგი პერიოდი შეთანხმებების მიღწევისთვის და საბუთების გაფორმებისთვის, რადგან მოსალოდნელია მომავალში გარკვეული პრობლემების შექმნა. თუმცა სასიკეთო იქნება ძველ იდეებთან, ჩანაწერებთან მიბრუნება. წარსულის ანალიზი, გადაფასება და დამუშავება. ამ პერიოდში ჩვენს ცხოვრებაში თითქოს გარკვეული სცენარების ხელახლა გაშვება ხდება და შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ადრე ვერ გავაკეთეთ და გადავდეთ. თუ აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება, მაშინ მას საფუძვლიანად უნდა გავეცნოთ და ზუსტად ვიცოდეთ, რაზე ვაწერთ ხელს.

11 ნოემბრიდან იუპიტერი რეტროგრადულ ფაზაში გადავა და ეს ოთხი თვე გაგრძელდება. ფაქტობრივად, ეს როგორც პიროვნულ, ისე სოციალურ დონეზე ბევრ გადაფასებას მოიტანს. გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვები რელიგიური რწმენის თუ პოლიტიკური იდეოლოგიების მიმართ. არის რწმენისა და ცოდნის „დაჯახება“. პიროვნულ დონეზე ეს იქნება მიღწეული წარმატებების გადასინჯვა და მათი კრიტიკული თვალით დანახვა. გლობალურ დონეზე იქნება იდეოლოგიასთან, პროპაგანდასთან ბრძოლა და ადამიანთა დაზომბირების წინააღმდეგ მიმართული პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს მათ გამოფხიზლებას. ეს კარგი დროა დაგროვილი ცოდნის გადალაგებისთვის, გადადებული კურსის თუ ტრენინგის გავლისთვის, საბუთების მოწესრიგებისთვის, გამოცდების ჩაბარებისთვის.

19 ნოემბერს რეტროგრადულად მოძრავი მერკური მორიელში დაბრუნდება და იქ 12 დეკემბრამდე დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის მესამე დეკადაში და დეკემბრის პირველ დეკადაში აზროვნება უფრო გამახვილდება. თუმცა თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, „ბასრი“ გახდება. მოიმატებს ირონიის, სარკაზმის და ცინიზმის ალბათობა, რამაც მოსალოდნელია ურთიერთობებზე არც თუ კარგი გავლენა მოახდინოს.

20 ნოემბერს ახალმთვარეობა იქნება. ეს წლის ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ დღედ ითვლება. თუ წინა, სასწორის ახალმთვარეობამ „გვასწავლა“ ბალანსის შენარჩუნება, მორიელის ახალმთვარეობა „შეეცდება“ გარდაქმნა და ტრანსფორმაცია „გვასწავლოს“. შეიძლება ითქვას, რომ ეს მაგიური დღეა და მისი გზავნილია: „უნდა მოკვდეს, რაც აღარ მუშაობს“. ეს არის განახლების, აღდგომის, ახლიდან დაბადების და გაწმენდის დღე. ის საშუალებას გვაძლევს, რომ გავიაზროთ, რა გვღლის, რათა ის მშვიდად მოვიშოროთ.

22 ნოემბერს მზე მორიელიდან მშვილდოსანში გადაინაცვლებს. ეს არის შემდეგი განცდა „ცეცხლში გავიარე, განსაცდელს გადავურჩი და ახლა დროა, ჰორიზონტი დავინახო“. ეს ნამდვილი ცეცხლია, ოღონდ არა ის, რაც წვავს, არამედ ის, რომელიც ანათებს. ეს არის ჩირაღდანი ან შუქურა, რომელიც გზას ანათებს. მარსთან ერთად, მზის მშვილდოსანში ყოფნა გააძლიერებს მამრულ ენერგიას. ეს ადამიანებში გაზრდის თავდაჯერებულობას, მიზანსწრაფვას, ახალი სივრცეების უშიშრად შეცნობისა და ათვისების სურვილს. მოიმატებს მოგზაურობის, ახალი ცოდნის მიღების, უცხოელებთან ურთიერთობების განვითარების ალბათობა. ის შორეული პერსპექტივები, რაც ამ პერიოდამდე ბუნდოვანი იყო, უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.

თვის ბოლო შედარებით სასიკეთო იქნება, რადგან ჯერ სატურნი და შემდეგ უკვე მერკური დირექტიულად მოძრაობას დაიწყებენ. ეს არის გონების და რეალობის სინქრონიზაცია. ადამიანებში გაძლიერდება პრაქტიკულობა და პრაგმატულობა. აზროვნების პროცესი მკაფიო და ნათელი გახდება, ეს სიტუაციებისა თუ პრობლემების უკეთ დანახვის საშუალებას გააჩენს. დამუხრუჭებული კავშირები განვითარდება, საჭირო ინფორმაცია უფრო ადვილად მოვა, გაიოლდება ურთიერთობების დამყარება და შეთანხმების მიღწევა. გეგმები, რომლებიც ბოლო სამი კვირა დამუხრუჭებული და გაჩერებული იყო, ნელ-ნელა დაიძვრება და უკვე დეკემბერში რეალიზდება“, - წერს რამაზ გიგაური. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დრო, როცა აზრს ფრთები ეძლევა... ენას ცეცხლოვანი ხატოვნება მოემატა, ყველა თვლის, რომ უტყუარ ჭეშმარიტებას ღაღადებს“ - ხათუნა ნოელი მერკურის მშვილდოსანში გადასვლაზე

„ასეთი ტიპის მაგიის ძალის ძირითადი წყარო არის რწმენა...“ - რას წერს ეზოტერიკოსი რუნულ მაგიაზე

„როცა შეცდომას აღარ აღიქვამ მარცხად, არამედ გაკვეთილად, სწორედ მაშინ იწყება შენი შინაგანი აღმასვლა“ - რას წერს ზაზა ჯაიანი