Digest Logo

🎥 15 მწარე სიმართლე მორიელების შესახებ - „მაკონტროლებელი, დომინანტი, მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა მიაღწიოს სასურველს“

1761755307
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მორიელებზე საუბრობს:

„თუ ოდესმე მორიელთან შეხება გქონიათ, მიხვდებოდით, რომ მათთან ურთიერთობა როგორც რთული, ისე ადვილი შეიძლება იყოს. 

ითვლება, რომ მორიელი ყველაზე სექსუალური ნიშანია. ურთიერთობებში ის არის მაკონტროლებელი, დომინანტი, მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა მიაღწიოს სასურველს. ის საკმაოდ კარგად უმკლავდება პასუხისმგებლობას. 

მათ იციან რა უნდათ, რას იმსახურებენ, რისი მიღება სურთ ცხოვრებაში. არაფერზე შეჩერდებიან, უყვართ საიდუმლოს შენახვა, იბადებიან დეტექტივებად, ამიტომ ძალიან ცნობისმოყვარეები არიან.

მიზიდულნი არიან სიბნელისკენ, სხვების აზრი მათთვის სრულიად უმნიშვნელოა, გააკეთებს იმას, რაც მას გაახარებს. საკუთარ თავს ეკუთვნის და მშვენივრად გრძნობს ამას“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გეგმები, რომლებიც დამუხრუჭებული და გაჩერებული იყო ნელ-ნელა დაიძვრება...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

„დრო, როცა აზრს ფრთები ეძლევა... ენას ცეცხლოვანი ხატოვნება მოემატა, ყველა თვლის, რომ უტყუარ ჭეშმარიტებას ღაღადებს“ - ხათუნა ნოელი მერკურის მშვილდოსანში გადასვლაზე

„ასეთი ტიპის მაგიის ძალის ძირითადი წყარო არის რწმენა...“ - რას წერს ეზოტერიკოსი რუნულ მაგიაზე