ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
ცაგარელმა დაახასიათა ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:
♈ ვერძი
უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან შესაძლოა, ძველმა ინტიმურმა პარტნიორმა გაგიხსენოთ და მაცდუნებელი ტენდენცია აღმოჩნდეს. 29 რიცხვამდე არ დაიწყოთ არაფერი, არც გადაწყვიტოთ. თუ რაიმე დაავადება გქონდათ, შესაძლოა, ახლა შეგახსენოთ თავი.
♉ კურო
თქვენთვის საინტერესო პერიოდია, შესაძლებლობა გაქვთ შემოქმედებითი პროექტის განხორციელებისთვის. კარგი დროა ქორწინებისთვის. გეძლევათ საშუალება, თუ დაარღვიეთ რაიმე, გადახედეთ და გამოასწორეთ.
♊ ტყუპები
კარგი პერიოდი გაქვთ იმისთვის, რომ დაავადებების პრევენცია მოახდინოთ და გამოაჯანმრთელოთ ორგანიზმი. თუ გქონდათ გაუგებრობა ადამიანებთან, შესაძლებლობა გაქვთ, გამოასწოროთ. ასევე დაულაგებელი ცხოვრების გამოსწორების საშუალება გაქვთ.
♋ კირჩხიბი
ძველი სასიყვარულო ურთიერთობების პერიოდი გაქვთ, რადგან ამ დროს გახსენდებათ ადამიანები წარსულიდან. დაალაგეთ შვილებთან ურთიერთობა. თუ ხელმძღვანელ პირებთან გქონდათ უთანხმოება, დათბით და გამოასწორეთ.
♌ ლომი
საინტერესო პერიოდია, რადგან საქმე ეხება ოჯახს - თქვენ გქონდათ დაძაბულობა ნათესავებთან, ან მემკვიდრეობის საკითხი იყო გადასაწყვეტი, მოაწესრიგეთ ეს საკითხი. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო ნივთების დალაგებისა და ახალი ნივთების სიის ჩამოსაწერად.
♍ ქალწული
მნიშვნელოვანია კომუნიკაცია - თუ გქონდათ ზარი ან ურთიერთობა, ისაუბრეთ, დაისახეთ მიზანი და ვერ განახორციელეთ? - შეგიძლიათ ახლა გამოასწოროთ. ეძებეთ მიზეზი და გამოასწორეთ. დასახეთ მიზნები და დაგეგმეთ მოგზაურობა 29 რიცხვის შემდეგ.
♎ სასწორი
საუკეთესო დროა ვალების დასაბრუნებლად და გასასტუმრებლად. გაქვთ საშუალება, დააბრუნოთ ან დაიბრუნოთ. შესაძლოა, გააქტიურდეს ძველი პროექტი, რაც ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ვერ განახორციელეთ.
♏ მორიელი
ყველაზე მეტი შანსი გაქვთ, ყველა შეცდომა გამოასწოროთ. თუ გქონდათ ვიღაცაზე ეჭვები გააანალიზეთ და გამოასწორეთ. შესაძლოა, გქონდათ თანამშრომლობის პრობლემა ან საზღვარგარეთ გადადებული მოგზაურობა. სანამ დაივიწყებთ შეცდომებს, კარგად დაფიქრდით რომ შემდეგ აღარ დაუშვათ.
♐ მშვილდოსანი
გაბრუნებენ წარსულში. პირად ურთიერთობებსა და მეგობრულში. რაც დააშავეთ, რაც გინდოდათ გეთქვათ და ვერ თქვით, ყველაზე დიდი შანსი გაქვთ გამოასწოროთ.
♑ თხის რქა
საინტერესო პერიოდი გაქვთ იმ თვალსაზრისით, რომ შეგიძლიათ გააანალიზოთ, რამ შეუშალა ხელი თქვენ ცხოვრებაში სიახლეების შემოტანას. სიახლეები დააბრუნეთ და განავითარეთ ახლებურად.
♒ მერწყული
საინტერესო პერიოდი გაქვთ კარიერასთან დაკავშირებით. შესაძლოა, გქონდათ პერსპექტიული წინადადება, რასაც რაღაცამ შეუშალა ხელი ან მიატოვეთ. იქნებ დაუბრუნდეთ, გადახედოთ და აღადგინოთ.
♓ თევზები
ურთიერთობები გქონდათ უცხოელ პარტნიორებთან, შეიძლება იყოს სიყვარული, ან მეგობრობა საზღვრებს გარეთ და რატომღაც გატყდა, დაივიწყეთ ერთმანეთი. შესაძლებლობა გაქვთ, გამოასწოროთ და ოცნებები აიხდინოთ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„კამათი ეჭვიანობისა და ეგოიზმის ნიადაგზე...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი