
მალე 2024 წელი დადგება, რაც ადამიანებისათვის უამრავი სასიკეთო ცვლილებისა და სიახლის მომტანი იქნება. მწვანე ხის დრაკონი შრომისმოყვარეობას, ერთგულებასა და მონდომებას განსაკუთრებით აფასებს, ამიტომაც ბევრ წამოწყებაში, განვითარების სურვილში მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებათ.
ახალი წლის დადგომამდე არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია მეკვლეებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ფენ-შუის სპეციალისტმა ეკა კვარაცხელიამ „პალიტრავიდეოსთან“ ინტერვიუში რეკომენდაციები გასცა👇
„მეკვლე უნდა იყოს თქვენი ოჯახის წევრი ან თქვენი მეგობარი, ოღონდ ეს ადამიანი უნდა იყოს წარმატებული, შემდგარი. სასურველია იყოს ქალბატონი, რადგან მათი 20-წლიანი პერიოდი იწყება.
რადგან დრაკონს ძაღლი არ უყვარს, კარგი იქნება მეკვლე არ იყოს ძაღლის წელიწადში დაბადებული.
მეკვლემ უნდა მოიტანოს ლანგარი, სადაც იქნება ხილი, ტკბილეული, აუცილებელია მოიტანოს წყვილი მონეტა, არ აქვს მნიშვნელობა 1 ლარიანი იქნება თუ 2 ლარიანი. მთავარია იყოს წყვილი.
მეკვლემ ასევე უნდა მოიტანოს წყალი პატარა თასით და უნდა მოიტანოს ახალი წლის მთავარი სიმბოლო - დაფნის ტოტები.
ასევე ყველაზე კარგი საჩუქარი 2024 წელს არის კოვზები. არ აქვს მნიშვნელობა მურაბის იქნება, სადილის თუ სუფრის კოვზი. ეს არის ფინანსური ენერგიის ნაკადის მოსაზიდი ნივთი, ამიტომ მეკვლემ უნდა შემოიტანოს 2 ცალი კოვზი.
კარგი იქნება თუ დიასახლისიც ყველა ოჯახის წევს ახალ კოვზს დაუდებს სუფრაზე.
როდესაც მეკვლე შემოვა სახლში, დაფნის ფოთლებს დავდებთ მაგიდის ცენტრში და ზუსტად 12 საათზე ამ დაფნის ტოტს უნდა მოწყვიტოთ სამი ცალი ფოთოლი და ჩადებთ საფულეში, მთელი წელი უნდა დარჩეს იქ.
მაგიდაზე ასევე უნდა იყოს კურდღლის სიმბოლო, დრაკონი კი მის გვერდით. დრაკონი უნდა დადგათ ისე, რომ სახით უნდა უყურებდეს ოჯახის ყველაზე უფროს ადამიანს“, - ამბობს ეკა კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
„გავიდა სახლიდან საღამოს 8-9 საათისთვის და დატოვა წერილი...“ - თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
„სწორედ ასე გასცქერის მომავალს ჩვენი ნიკო, იმ უკეთეს მომავალს, რომელიც გარდაუვალია“ - იზა ომაძე