
Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. იგი 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიაზე შექმნილ ნახატს აქვეყნებს👇
„დედამიწაზე? გელოდებით სვეტიცხოველში!“ - Levan Gogitadze Art უღრმესი მადლობა.
პირველი ნამუშევარიც ძალიან ემოციური იყო და ეს მეორე ნამუშევარი თქვენეული აღქმაც ძალიან ემოციურია, დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე გასცქერის მომავალს ჩვენი ნიკო, იმ უკეთეს მომავალს, რომელიც გარდაუვალია“, - წერს იზა ომაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით მარტოხელა მამა, რომელიც 2 შვილს მარტო უკვე 7 წელია ზრდის