13-19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა საკუთარ იუთუბ არხზე გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირა წინაზე ბევრად უკეთესი იქნება, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის.
„კვირა იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა იყო. დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, ტემპერატურა აგრესიისა ცოტა ჩაცხრება. პლანეტა მარსი (აგრესიის მმართველი პლანეტა) გადასულია და გადის მისთვის ყველაზე სასიყვარულო ნიშანს - ვერძის ზოდიაქოს, რამაც საერთო სიტუაცია ძალიან დაძაბა.
ურთიერთგაგება ადამიანებში მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, პოზიტიური შანსები და შესაძლებლობები უდავოდ მოიმატებს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: