Digest Logo

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

1715610058
კუანდიკ ბიშიმბაევი

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა იგი დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სიკვდილამდე სცემა, შემდეგ კი, ალიბის შექმნა სცადა.

ნაფიცმა მსაჯულებმა დანაშაულის შეტყობინებლობისთვის დამნაშავედ ცნეს ბიშიმბაევის ნათესავი ბახიტჟან ბაიჟანოვი, რომელსაც სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დანაშაული გასული წლის ნოემბერში ასტანაში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

არსებული ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ბიშიმბაევს ცოლთან კონფლიქტი მოუვიდა, 31 წლის ქალი წიხლებით სცემა და მისი დახრჩობაც სცადა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სალტანატ ნუკენოვას სიკვდილის მიზეზი მრავლობითი დარტყმის შედეგად თავის არეში მიღებული დარტყმა გახდა.

გახმაურებულმა საქმემ, რომლის განხილვაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ოჯახში ძალადობის შესახებ ყაზახეთის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მამუკა მდინარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლისადმი მიმართვას სოციალურ ქსელში აზიარებს

„ფარულად ხდებოდა სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა“ - პროკურატურამ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა

„...და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ - 12 მაისს კვირაცხოვლობა აღინიშნება

წყარო: www.reuters.com