Digest Logo

🎥 „ურთიერთობა ეფუძნება ტრადიციებს, ეროვნულ ფესვებს“ - მარტის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1772178918
მიხეილ ცაგარელი

ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა მართავს ამ ზონას. ის 6 მარტამდე იმყოფება თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ ჯერჯერობით სიყვარული იქნება ემოციური, მგრძნობიარე, პოეტური, რომანტიკული, ლექსებით აღსავსე. 

6 მარტის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება სასიყვარულო ურთიერთობების სტილი, რადგან ვენერა გადავა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ჯერ წყლის სტიქიაში ვართ და გადავალთ ცეცხლში. მისი სიყვარული ძალიან ბობოქარია, შეუძლია ყველაფერი წალეკოს, დაწვას. 

„მარტი მოგვადგა, შესაბამისად უნდა ვიცოდეთ, რა ხდება სასიყვარულო, პარტნიორულ ფრონტზე. 

6 რიცხვიდან შეიძლება, მალე გადაწყდეს თქვენი პირადი ურთიერთობების შემდგომი სტატუსი, ანუ ოფიციალური ელფერი ეძლევა, საყვარლების დონეზე რჩებით თუ მეგობრების დონეზე. 

ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზი:

ვერძი - გახდებით აქტიური სასიყვარულო ურთიერთობაში. ყველა გაინტერესებთ, ყველას თვალს აყოლებთ, ხდებით შარმიანი და სხვებიც გამჩნევენ. იწყება ჰორმონალური ცვლილებები თქვენში. 

კურო - სიყვარულს რომ მალვა უნდა, აი, ეს მომენტია ახლა თქვენს ცხოვრებაში. ზედმეტი არ იხმაუროთ. რაც უფრო ჩუმად იქნებით, მით უკეთესი. მეგობრები დიდ როლს ითამაშებენ თქვენს პირად ურთიერთობაში. 

ტყუპები - თავისუფალი სიყვარულის დრო გაქვთ. ზედმეტი შეზღუდვა, დოგმები, ტრადიციები არ გინდათ. არასტანდარტული მოქმედებებისკენ გაქვთ სწრაფვა. 

კირჩხიბი - ისედაც ემოციური, მგრძნობიარე ხართ, ცრემლები პარტნიორულ ურთიერთობაში ისედაც მარტივად მოგდით, მაგრამ ახლა სამყარო გთხოვთ, გახდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც სიყვარულს საქმით დაამტკიცებს! დასუფთავება, წესრიგი, მაკიაჟი, ყველაფერი მოაწესრიგეთ! 

ლომი - თქვენი სიყვარული უცხოეთშია. გაიცნობთ ადამიანს, შეიძლება ქართველიც, მაგრამ უცხოეთში. თუ უცხოურ ფირმაში მუშაობთ, იქაც მოსალოდნელია პარტნიორის გამოჩენა. 

ქალწული - თქვენ ენას კბილი უნდა დააჭიროთ თუ ვინმე მოგწონთ, თუ პაემანზე მიდიხართ. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით. გონებამ შეიძლება შეცდომა დაუშვას, გულმა არა. მოსალოდნელია ინტიმური კონტაქტები, არსებული კავშირები შესაძლოა ქორწინებით დასრულდეს. 

სასწორი - სამყარო გთხოვთ, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ერთ-ერთი საუკეთესო დროა სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობა გადაიზრდება სასიყვარულო, პირად ურთიერთობებში. 

მორიელი - პირად ურთიერთობაში აკვირდებით დეტალებს, ფეხსაცმელს, სუფთაა? პრიალებს? გარეგნულად როგორ გამოიყურება. პარტნიორმა ყურადღება გარეგნული სისუფთავით შეიძლება მიიქციოს. თქვენი ინტუიცია და შარმი კარგ შედეგს მოგცემთ. ხართ მიმზიდველი, სექსუალური მიზიდულობა მოგცემთ გადასარევ შემთხვევებს. 

მშვილდოსანი - გაქვთ კარგი პერიოდი, იმატებს შარმი, მიზიდულობა, ხდებით კეთილშობილები. საუკეთესო დრო გაქვთ სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის. საოცრად აამაღლებთ არსებულ ურთიერთობებს. პირად ურთიერთობებში დადგამთ შოუს, სპექტაკლს. 

თხის რქა - გაითვალისწინეთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობის ტენდენცია სამშობლოში გაქვთ და საუკეთესო პარტნიორი იქნება კირჩხიბი. ეს ურთიერთობა ეფუძნება ტრადიციებს, ეროვნულ ფესვებს. ოჯახის შექმნისთვის საუკეთესო დროა!

მერწყული - სიახლეების და თავისუფლების, მოულოდნელობების მოყვარული ხართ, ამიტომ გმართებთ მეტი კონტაქტი, მოგზაურობა. არ ელოდებით და ის მოხდება. წინასწარ განუსაზღვრელი პერიოდი გაქვთ სასიყვარულო ურთიერთობებში.

თევზები - ყველაფერია მოსალოდნელი, შესაძლოა ძველი სიყვარული დაბრუნდეს. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობაში. გარდა ამისა, მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ და თქვენი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის შეძლებთ უფრო ლამაზი საჩუქრების გაკეთებას. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

მრავალჯერ ნასამართლევი შვილის გასროლილი ტყვიით დედა დაიჭრა - შემთხვევა თბილისში

16 ნიშანი საკვები ნივთიერებების ნაკლებობისა

„18 წელია ერთად აღვნიშნავთ, უფლის ძალიან მადლიერი ვარ, კეთილშობილი, ერთგული, ყურადღებიანი ადამიანი მარგუნა“ - კახა კალაძე 48 წლის გახდა