Digest Logo

მრავალჯერ ნასამართლევი შვილის გასროლილი ტყვიით დედა დაიჭრა - შემთხვევა თბილისში

1772175827
ლენტი და  პოლიცია

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც მისი დედა - 1965 წელს დაბადებულმა თ.ლ. დაიჭრა.

დაჭრილი ქალი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

16 ნიშანი საკვები ნივთიერებების ნაკლებობისა

„18 წელია ერთად აღვნიშნავთ, უფლის ძალიან მადლიერი ვარ, კეთილშობილი, ერთგული, ყურადღებიანი ადამიანი მარგუნა“ - კახა კალაძე 48 წლის გახდა

„ითხოვეთ, რაც გსურთ! შეიძინეთ რამე 27 ცალი, მანქანების ნომრებს მიაქციეთ ყურადღება“ - 27 თებერვალი სურვილების ასრულების დღეა