სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი სახელწოდებით Abagael Bug ტაროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, სადაც თემაზე: „თევზებისთვის 2026 – წლის არკანი: „მღვდელმთავარი ქალი“ - წერს:
„თევზებისთვის 2026 – წლის არკანი: „მღვდელმთავარი ქალი“ (II)
ზოგადი პროგნოზი 2026: თევზებისთვის 2026 წელი იქნება ინტუიციის, საიდუმლო ცოდნისა და შინაგანი სიძლიერის წელი. „მღვდელმთავარი ქალი“ მიანიშნებს, რომ თქვენ შეძლებთ დაინახოთ ის, რაც სხვებისთვის დაფარულია. ბევრი თევზი აღმოაჩენს საკუთარ თავში ეზოტერულ ნიჭს ან დაიწყებს ფსიქოლოგიის სიღრმისეულ შესწავლას.
კარიერა და ფინანსები: ნუ იჩქარებთ საჯაროობას. 2026 წელს წარმატებას მოგიტანთ კულისებიდან მუშაობა, კვლევები და ინტუიციური გადაწყვეტილებები. ფინანსურად ენდეთ თქვენს შინაგან ხმას – ის არ მოგატყუებთ. შესაძლოა გაიგოთ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მოგებას მოგიტანთ.
პირადი ცხოვრება: ურთიერთობები იქნება იდუმალი და ღრმა. შესაძლოა პლატონური სიყვარული ან ისეთი კავშირი, რომელსაც საზოგადოებისგან დამალავთ. ნდობა და სულიერი სიახლოვე თქვენთვის გადამწყვეტი გახდება.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ფსიქოსომატიკას და ქვეცნობიერ შიშებს. კარგია იოგა და მედიტაცია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაიზარდე ჯანმრთელი და ბედნიერი...“ - ნანუკა გულუა უფროსი შვილის ფოტოებს გვიზიარებს
⭕2025 წლის პოპულარული სახელების ხუთეული - ალექსანდრე 691 ვაჟს, ხოლო ნიცა 640 გოგონას დაარქვეს
📸გალა გასვიანი 4 წლის გახდა - კადრების დაბადების დღის წვეულებიდან