სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი:
აგვისტოს ინტენსიური ენერგიების შემდეგ სექტემბერი უფრო პრაქტიკული, შინაგანი გარდაქმნებისა და ურთიერთობებში ბალანსის ძიების თვე იქნება.
✨ 10 სექტემბერი - ვენერა მორიელში, მერკური სასწორში გადადის, ურანი კი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს.
ურთიერთობებში მოიმატებს სიღრმისა და გულწრფელობის მოთხოვნილება, კომუნიკაციაში კი დიპლომატიისა და შეთანხმების მნიშვნელობა.
ურანის რეტროგრადულობა გვაიძულებს, გადავხედოთ საკუთარ გეგმებსა და სურვილებს.
🌛 11 სექტემბერი - ახალმთვარეობა ქალწულში. კარგი დროა ცხოვრების, სამუშაო რეჟიმის, ჯანმრთელობისა და ყოველდღიური ჩვევების მოსაწესრიგებლად და ახალი ეტაპის დასაწყებად.
⚫ 14 სექტემბერი - ლილითი თხის რქაში. წინა პლანზე გამოვა ძალაუფლების, სტატუსის, წარმატებისა და კონტროლის თემები.
26 სექტემბერი - სავსე მთვარე ვერძში. დამოუკიდებლობასა და პარტნიორობას შორის არსებული წინააღმდეგობები შეიძლება გამწვავდეს. დაგროვილი ემოციები ზედაპირზე ამოვა და ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო. მთავარია არ იმოქმედოთ მხოლოდ იმპულსით.
☀️ 23 სექტემბერი - მზე სასწორში. ურთიერთობები, თანამშრომლობა, სამართლიანობა და ბალანსი თვის მთავარი თემები გახდება.
28 სექტემბერი - მარსი ლომში. მოიმატებს ენერგია, თავდაჯერება, შემოქმედებითი მოტივაცია და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი. კარგი პერიოდია აქტიური მოქმედებისთვის, სიყვარულისა და შემოქმედებითი პროექტებისთვის.
თვის ბოლოს მერკური მორიელში გადავა - აზროვნება უფრო ღრმა და გამჭრიახი გახდება. გაიზრდება დაფარული მიზეზების აღმოჩენისა და რთულ საკითხებში გარკვევის სურვილი. ვისთვის იქნება სექტემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
♍ ქალწული - ახალი ეტაპი საქმიანობასა და პირად განვითარებაში.
♈ ვერძი - გარდატეხა ურთიერთობებსა და პირად გადაწყვეტილებებში.
♎ სასწორი - საკუთარი ადგილისა და მიმართულების გადაფასება.
♏ მორიელი - სიყვარული, ფინანსები და ემოციური გარდაქმნები.
♌ ლომი - მეტი თავდაჯერება, შემოქმედება და თვითგამოხატვა.
♉ კურო - სტაბილურობასა და თვითშეფასებასთან დაკავშირებული რთული ეტაპის დასრულება.
ეს შეფასებები მხოლოდ მზის ნიშნებზეა დაფუძნებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ისევ ვარჯიში, ისევ შრომა, ისევ წინ“ - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
⭕საკვერცხის კიბოს ადრეული სიმპტომები, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
🎥 „ნებისმიერი გაზიანი სასმელი არის ჩვენი იმუნიტეტის მტერი!“ - ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება!