Digest Logo

„ურთიერთობებში ეს არის ვნების აფეთქება...“ - 3 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი

1785743483
ტაროლოგიური პროგნოზი

3 აგვისტო: კვერთხების ტუზი - ახალი ენერგია და შემოქმედებითი იმპულსი.

ენერგეტიკული მდგომარეობა არის ცეცხლოვანი, ინციატივიანი, ვნებიანი, დინამიკური და შთაგონებული. ორშაბათი იწყება ძლიერი იმპულსით.

მნიშვნელოვანი საათები: 09:00-დან 11:00-მდე (ახალი პროექტების წამოწყების დრო) და 14:00-დან 16:00-მდე (აქტიური ქმედებების დრო).

ახალი სამუშაო კვირა იწყება უზარმაზარი ენერგეტიკული მუხტით. კვერთხების ტუზი არის ახალი შანსის, იდეისა და მოქმედების წყურვილის სიმბოლო. დღეს იგრძნობთ ძალას, რომ წამოიწყოთ ისეთი საქმე, რომელზედაც დიდხანს ფიქრობდით. ნუ დაელოდებით სხვების ნებართვას, აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში. თქვენი ენთუზიაზმი და რწმენა საკუთარი თავის მიმართ ნებისმიერ კარს გააღებს.

ურთიერთობებში ეს არის ვნების აფეთქება და ახალი ეტაპი. მარტოხელებისთვის მოსალოდნელია მოულოდნელი, ცეცხლოვანი ნაცნობობა, რომელიც ძალიან სწრაფად განვითარდება. არსებულ წყვილებში დაბრუნდება პირველსაწყისი ინტერესი და რომანტიკული ცეცხლი.

ფინანსურად ძალიან პერსპექტიული დღეა ახალი ბიზნეს-იდეის დასაწყებად ან ახალ სამუშაოზე განაცხადის შესატანად. შანსი, რომელსაც დღეს მიიღებთ, მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ.

ჯანმრთელობა არის მაღალ ტონუსში. სასიცოცხლო ენერგია ჩქეფს. კარგი დღეა სპორტული აქტივობებისთვის, ვარჯიშისა და აქტიური ფიზიკური დატვირთვისთვის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დილიდანვე შექმენით კარგი განწყობა...“ - 2 აგვისტოს ენერგიები

⭕🪐 აგვისტოს ასტრო-ნავიგაცია: უკურსო მთვარის ზუსტი განრიგი - რამაზ გიგაურის პროგნოზი

⭕ ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო შეხვედრები - როგორი იქნება 3-9 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის