Digest Logo

„მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა...“- ფემიციდი გარდაბანში: დეტალები

1770358749
ფემიციდი გარდაბანში

გარდაბანში კაცმა ცოლი მოკლა.არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. 

როგორც Ambebi.ge-ს წყარო უყვება კონფლიქტი ცოლ-ქმარს მაღაზიაში მოუვიდათ, კაცმა ცოლს დასაკეცი დანით ჯანმრთელობის მძიმე, მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლად ალიევია:

„ჯერ კა­რა­დე­ბის ფერ­ზე და­უ­წყი­ათ ჩხუ­ბი, მერე ამ გო­გოს უთ­ქვამს, მა­ინც უნდა გაგშორ­დე და სახ­ლი რო­გორც მინ­და, ისე უნდა მო­ვა­წყოო“, - ამბობს დაღუპულის ახლობელი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, კაც­მა ჯი­ბი­დან და­სა­კე­ცი დანა ამო­ი­ღო და ცოლს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა:

მოკ­ლუ­ლი 25 წლის ახალ­გაზ­რდა ქალი, მა­რი­ამ გა­ხო­კი­ძეა. რო­გორც მისი ახ­ლო­ბე­ლი ჰყვება: „უბ­ნე­ლე­ბი ხში­რად ამ­ბობ­დნენ, რომ ქმა­რი ცოლ­ზე ხში­რად ძა­ლა­დობ­და“.

„მარი სა­ოც­რად კარ­გი გოგო იყო. ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი. ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბა აქვს გა­მოვ­ლი­ლი. გარ­და­ბან­ში ცხოვ­რობ­და მისი ოჯა­ხი. დე­და­მი­სი მა­რის მა­მას გა­შო­რე­ბუ­ლი იყო და სხვა ქმა­რი ჰყავ­და. მას­თან ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა გოგო და ბიჭი. გოგო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნეა და ამი­ტომ დე­და­მი­სი 8 წელი იქ­ნე­ბა რაც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს იმ შვილ­თან ერ­თად. ჩა­ბარ­და დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით, რად­გან შვილს გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია. მა­რი­ა­მი პა­ტა­რა ასა­კი­დან იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. მას­ზე მა­მი­ნაც­ვა­ლი ძა­ლა­დობ­და, სცემ­და. ეს დე­და­მაც იცო­და, მაგ­რამ დიდი რე­აქ­ცი­ე­ბი არ ჰქონ­და. ამ მო­ძა­ლა­დე მა­მი­ნაც­ვალს რომ გას­ცლო­და ამი­ტომ გაჰ­ყვა ვფიქ­რობ იმ ბიჭს, ქმარს. ის ქმა­რი დას­დევ­და, მოს­წონ­და მარი და გაჰ­ყვა ცო­ლად. ქმა­რი მა­რი­ზე ბევ­რად უფ­რო­სია, ეს მის­თვის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იყო.

მა­რის ხში­რად ვხვდე­ბო­დი, პირ­ვე­ლი შვი­ლი რომ შე­ე­ძი­ნა, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ კარ­გად იყ­ვნენ და ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. მაგ­რამ მერე შე­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა. ეს ქმა­რი ეჭ­ვი­ა­ნი იყო. ძა­ლა­დობ­და ცოლ­ზე და ხში­რად იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ეს გოგო. ბევ­რჯერ მი­ნა­ხავს და­ლურ­ჯე­ბუ­ლი. ბევ­რჯერ გაქ­ცე­უ­ლა სახ­ლი­დან, იძა­ხებ­და ტაქსს და გარ­ბო­და ბე­ბი­ას­თან წალ­კა­ში. მერე ისევ რიგ­დე­ბოდ­ნენ. ბევ­რჯერ აქვს მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის­თვის, საქ­მის კურ­სში იყო პო­ლი­ცია, მაგ­რამ ეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი არა­ფერს ცვლი­და. რო­გორც ვიცი, ქმარს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­და. სულ ქუ­ჩა­ში, ბირ­ჟა­ზე იდგა. ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი და-ძმა ჰყავს ამ ბიჭს, თვი­თონ არის მო­ძა­ლა­დე და უვარ­გი­სი. ბევ­რჯერ გა­ა­ტა­ნი­ნეს სა­ჩი­ვა­რი გარ­დაბ­ნის პო­ლი­ცი­ი­დან ამ გო­გოს. მა­რის გა­რე­თაც არ უშ­ვებ­და, ბოლო დროს იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ­დი ეზო­ში. ახლა რომ ამ­ბო­ბენ მე­ზო­ბელ წლე­ბი ძა­ლა­დო­ბაო, რა­ტომ არ რე­ა­გი­რებ­დნენ მა­ნამ­დე? ყვე­ლამ ხომ იცო­და ეს ამ­ბა­ვი. ცოტა ხნის წინ შევ­ხვდი მის ქმარს და თქვა, მარი აპი­რებს გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლას და თუ წა­ვი­და ჩემი ცოლი, უკან აღარ დაბ­რუნ­დე­ბაო. ბო­ლოს მარი დე­და­მის­თან რომ წა­ვი­და, ბო­ლოს გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. არ ვიცი რატო დაბ­რუნ­და მერე.

ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლო­ბის დღეს რა­ღა­ცას ყი­დუ­ლობ­დნენ ერ­თად არას­წო­რია. მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვდა გუ­შინ ქმა­რი და შე­რი­გე­ბას სთხო­ვა და მარი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ეს გახ­და გუ­შინ ჩხუ­ბის მი­ზე­ზი. გა­იყ­ვა­ნა სა­წყობ­ში, იქვე უკან და მი­ა­ყე­ნა გო­გოს 17 ჭრი­ლო­ბა. მერე ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას ეს მკვლე­ლი. ხალ­ხის თვალ­წინ მოხ­და ჩხუ­ბი, რა­ტომ არ მი­ეშ­ვე­ლა არა­ვინ არ ვიცი. ყვე­ლას ეში­ნო­და მისი, რად­გან ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და არ იყო ადეკ­ვა­ტუ­რი. სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი და­დი­ო­და ეს გოგო და ეს იცო­და ყვე­ლამ“, - ჰყვება დაღუპულის ახლობელი.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის კ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕რატომ უნდა გამოვიდეთ „შეყვარებულობიდან“, იმისთვის რომ შევქმნათ ძლიერი კავშირი?

⭕ „არ ხარ ჩამოყალიბებული ქრისტიანი, ვერ ხედავ ეკლესიას“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე

წყარო: www.ambebi.ge