2026 წლის 4 ნოემბერს ცაზე ვენერასა და იუპიტერის იშვიათი და ხელსაყრელი ასტროლოგიური ასპექტი ჩამოყალიბდება. ეს ორი პლანეტა სექსტილს შექმნის - ასპექტს, რომელიც ასტროლოგიაში სიყვარულთან, კეთილდღეობასთან, ფინანსურ შესაძლებლობებთან, გულუხვობასა და სასიამოვნო ცვლილებებთან ასოცირდება.
ვენერა სიყვარულის, სილამაზის, ურთიერთობებისა და მატერიალური ღირებულებების სიმბოლოა, იუპიტერი კი გაფართოებას, წარმატებას, ოპტიმიზმსა და ახალ შესაძლებლობებს უკავშირდება.
მათი ჰარმონიული ურთიერთქმედება შესაძლოა კარგი სიახლეების, საინტერესო ნაცნობობისა და ურთიერთობებში დადებითი ცვლილებების წინაპირობად იქცეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში ვენერა რეტროგრადულია, ამიტომ ზოგიერთი საკითხი შესაძლოა, წარსულში დაბრუნებას, ძველი ურთიერთობების გადაფასებასა და ფინანსური გადაწყვეტილებების ხელახლა გააზრებას უკავშირდებოდეს.
აღნიშნული ასპექტი განსაკუთრებულ გავლენას ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანზე მოახდენს:
♎ სასწორი
სასწორის ნიშნის წარმომადგენლები ამ ასტროლოგიური მოვლენის ერთ-ერთი მთავარი ადრესატები იქნებიან. ვენერა მათი მმართველი პლანეტაა და ამ პერიოდში სწორედ სასწორის ნიშანში იმყოფება. შესაბამისად, მისი ჰარმონიული კავშირი იუპიტერთან შესაძლოა, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების, ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობად იქცეს.
ზოგიერთმა შესაძლოა, წარსულში მნიშვნელოვანი ადამიანი გაიხსენოს, ზოგმა კი ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყების სურვილი იგრძნოს. ფინანსური თვალსაზრისითაც კარგი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობებისა და მატერიალური პრიორიტეტების გადასაფასებლად.
♌ ლომი
ლომებისთვის ეს ასპექტი თავდაჯერებულობის, ახალი შესაძლებლობებისა და სოციალური აქტიურობის ზრდასთან იქნება დაკავშირებული. იუპიტერი სწორედ ლომის ნიშანში იმყოფება და ვენერასთან ჰარმონიულ ასპექტს ქმნის. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს საინტერესო შეხვედრებს, შემოქმედებითი იდეების განხორციელებასა და ისეთი ადამიანების გამოჩენას, რომლებიც სამომავლო გეგმების რეალიზებაში დაგეხმარებიან.
განსაკუთრებით საინტერესო პერიოდი შეიძლება, აღმოჩნდეს სიყვარულისა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით. მთავარია, ლომებმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასონ და საინტერესო შემოთავაზებებს ყურადღება მიაქციონ.
♒ მერწყული
მერწყულებისთვის ვენერასა და იუპიტერის ასპექტი შესაძლოა, ურთიერთობებსა და სოციალურ ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების მომტანი აღმოჩნდეს. კარგი დროა ძველი კონტაქტების აღსადგენად, საინტერესო ადამიანების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობაზე დასაფიქრებლად. შესაძლოა, მეგობრული ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი გახდეს ან ისეთი შემოთავაზება მიიღოთ, რომელიც ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით.
მიუხედავად იმისა, რომ ასპექტის უშუალო გავლენა ყველაზე მეტად სასწორისა და ლომის ნიშნებს უკავშირდება, მერწყულებისთვისაც შესაძლებელია მისი დადებითი ტენდენციების გამოვლენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირად რუკაში შესაბამისი პლანეტარული განლაგება აქვთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც წყენას არასდროს გაპატიებთ!
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ნოემბერს საქართველოში
⭕ „ჩართეთ საყვარელი მუსიკა...“ - 4 ნოემბრის ენერგიები
წყარო: www.beaumonde.ge