4 ნოემბერი მისტიკური დღე.
ჩემო ძვირფასებო, დღეს განსაკუთრებული დღეა მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ ფიქრები და დილა სწორად დაიწყოთ.
🔢 დღის ენერგიები: 4 • 7 • 2
🧛♀️ მინუსში შეიძლება ცუდ ხასიათზე გაიღვიძოთ, ეს განწყობა სხვებსაც გადასდოთ და მათი ენერგიის ხარჯზე დამუხტვა დაიწყოთ. შეგიძლიათ დღე დადებითად წარმართოთ, გარშემომყოფები თქვენი განწყობით გაამხნევოთ და მნიშვნელოვან კითხვაზე ნანატრი პასუხიც მიიღოთ.
💃 გაღვიძებისთანავე ჩართეთ საყვარელი მუსიკა და მოძრაობით აიმაღლეთ ენერგია. იცეკვეთ, იხტუნეთ, ივარჯიშეთ დღეს ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
🏋️♀️ მხოლოდ აქტიური დილა არ კმარა. მისია 7-ისა და ოთხიანის ენერგიის მიხედვით, სასურველია დღის განმავლობაში სრულფასოვან ვარჯიშზეც წახვიდეთ.
💡 თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, შესაძლოა ძლიერი ინტუიციური მინიშნება მიიღოთ. მორიელის ენერგია მგრძნობელობას გაგიძლიერებთ, მიღებული მინიშნება კი საჭირო შედეგამდე სწრაფად მიგიყვანთ.
✍️ ფიზიკური აქტივობის შემდეგ კალმით წერეთ ფურცელზე. მადლიერების ჩანაწერები, სურვილები და თვითპროგრამირების პრაქტიკები დღეს განსაკუთრებით ეფექტური იქნება.
🎨 დაკავდით შემოქმედებითობით: ხატეთ, იცეკვეთ, იმღერეთ, შექმენით რაიმე ლამაზი. დღეს მერკურის დღეა, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამოხატვა და იდეების განხორციელების დაწყება.
🤎💚 დღის იღბლიანი ფერებია ყავისფერი და მწვანე. დაამატეთ ისინი სამოსს ან აქსესუარებს.
❤️ ორის ენერგიის მიხედვით, საყვარელ ადამიანებს მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და აკოცეთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ უჩვეულო პაემანს მოაწყობთ!
🥂 რესტორანში ორი ცალკე მაგიდა დაჯავშნეთ, მოიქეცით ისე, თითქოს ერთმანეთს არ იცნობთ, თავიდან შეხვდით მზერით და კიდევ ერთხელ სცადეთ ერთმანეთის მოხიბვლა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „წარსულის კარმულ გამოცდილებას უკავშირდება...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕ რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში - „უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა“
წყარო: www.facebook.com