Digest Logo

ვენერა სასწორში გადავიდა: რას გვიმზადებს სიყვარულისა და ფულის პლანეტა 10 სექტემბრამდე

1786101172
ანა მზიანიანა მზიანი

6 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე სიყვარულის, სილამაზის, ჰარმონიისა და ფინანსების პლანეტა ვენერა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ თავის „სასახლეში“ - სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა. რაციონალური და კრიტიკული ქალწულის შემდეგ, ვენერა სასწორში თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობს, რადგან ეს ნიშანი მისი უშუალო მმართველობის სფეროა.

ასტროლოგის, რომელიც სოციალურ ქსელში „ანა მზიანის“ სახელით არის დარეგისტრირებული, აღნიშნულ ტრანზიტზე წერს, რომ ვენერა ურთიერთობებში ჰარმონიას, დიპლომატიურობასა და კომპრომისის ხელოვნებას წინა პლანზე წამოსწევს:

„ვენერა სასწორში თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან მისი მმართველობის სფეროა. მანამდე სტუმრად იყო რაციონალურ და პრაქტიკულ ქალწულში, რომელსაც უყვარს დეტალებზე დაკვირვება და კრიტიკა.

ამ პერიოდში მოიმატებს ჰარმონიულობა ურთიერთობაში, დიპლომატიურობა - გარშემო მყოფებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ვენერა უფრო რომანტიკულია, მოიმატებს დაახლოების, კომპრომოსზე წასვლის უნარი მეგობრობაშიც, თანამშრომლობაშიც და საქმიან ურთიერთობაშიც. მოლაპარაკებებიც ურთიერთპატივისცემით წარიმართება. ძველი კონფლიქტები კი კორექტული დიალოგით მოგვარდება.

სასიყვარულო კავშირი იქნება ჰარმონიული, პარტნიორები უფრო გულით მოუსმენენ ერთმანეთს. იქნება სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრები და რომანტიკული პაემნები. აგრეთვე, კომპრომისი და დათმობა წყვილში. თავისუფლები უფრო იოლად გააბამენ ფლირტს. მოუნდებათ ახალგაცნობილზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა.

სადაც ტრანზიტული ვენერა მოხვდება, იქ გააქტიურებს თავის თემებს. მაგალითად, თუ ვენერა თქვენს მეშვიდე სახლში გადავა, მოიმატებს პარტნიორობის, თანამშრომლობის, მოლაპარაკებების სურვილი. გახშირდება სასიამოვნო შეხვედრები მეგობრებთან და პაემნებიც. თუ ვენერა მეხუთე სახლში ხვდება, გააქტიურდება შემოქმედებითი იდეების განხორციელების, წვეულებებსა და დღესასწაულებზე დასწრების სურვილი, მოიმატებს რომანტიკულობა და ბავშვებთან დაკავშირებილი თემებიც წინ წამოიწევს. ხოლო, თუ ვენერა მეთორმეტე სახლში გიჯდებათ, ფარული რომანის გაბმა და ფარული შემოსავლის მიღება გელოდებათ.

რომანტიკის გარდა ვენერა ფულსაც მართვას. სასწორი ლომივით მფლანგველი და ქალწულივით მომჭირნე არაა, მას უფრო გააზრებული საყიდლები ახასიათებს. საუკეთესო პერიოდია მათთვის, ვინც სილამაზის, შემოქმედების სფეროში საქმიანობს, გაგეზრდებათ შემოსავალი, მოვლენ სასიამოვნო კლიენტები.

სანამ ვენერა სასწორში იქნება, მოგვინდება გარემოს მოლამაზება, ჰარმონიულობა; ლამაზი ნივთების შეძენა. დახვეწილი მანერების დემონსტრირება. ადამიანები ჩაიცვამენ ელეგანტურად და მოიხდენენ ლამაზ აქსესუარებს. გაუმძაფრდებათ ინტერესი ხელოვნებისადმი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოიმატებს დესერეტისადმი ლტოლვა.

რადგან ვენერა თავის ნიშანშია, შეგვიძლია ყოველდღიურად ან დღეში რამდენჯერმე აფირმაციები ვიმეოროთ:

„მე ვარ ლამაზი და ჯანმრთელი ქალი“

„მე ვარ სასურველი ქალი ყველაზე ღირსეული მამაკაცისთვის“.

„მე მაგნიტივით ვიზიდავ ფულს და საჩუქრებს“.

გისურვებთ, სიყვარულით აღსავსე დღეებს. გიყვარდეთ და გააბედნიერეთ, მაგრამ თქვენი თავი ყველაზე უფრო მეტად შეიყვარეთ და გააბედნიერეთ“,- წერს ასტროლოგი.