Digest Logo

„ვერ გამოდიხართ ტოქსიკური ურთიერთობებიდან და შებოჭილი ხართ...“- ოქტომბრის მთავარი რისკები და გამოწვევები, სოფია ბზეკალავას ასტროლოგიური პროგნოზი

1728725155
სოფია ბზეკალავა

ოქტომბრის მთავარი რისკები და გამოწვევები - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შენი დილა“, ასტროლოგმა სოფია ბზეკლავამ ისაუბრა.

როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, მიმდინარე კვირაში სიტუაციები დაიძაბება, რადგან ადამიანები ძალაუფლებისთვის იბრძოლებენ.

♈ვერძი

ოქტომბრის ბოლომდე გამოწვევები შეეხება ოჯახს. შესაძლოა აქ იყოს პრეტენზიები და საბინაო საკითხები. წვრილმანი საკითხები, რომლებიც დიდი და მნიშვნელოვანი რაღაცებისგან გაცდენთ. თქვენთან საჭიროა სწორი კომუნიკაცია დაიჭირონ ადამიანებმა. თქვენებურად გესმით სამართლიანობა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანიც შესაძლოა დააზარალოთ.

♉კურო

17-19 რიცხვის ჩათვლით თითქოს ხელფეხ შეკრულები ხართ. შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის კუთხეც. ვერ გამოდიხართ ტოქსიკური ურთიერთობებიდან და შებოჭილი ხართ. წარსული თავს გახსენებთ. მიიღებთ პრინციპულ გადაწყვეტილებებს, მოგიწევთ ბავშვის პოზიციიდან გამოსვლა. თვის ბოლო თქვენთვის ძალიან ეფექტური იქნება, მათ შორის პარტნიორული ურთიერთობების კუთხით.

♊ტყუპები

ყველაზე მთავარი ამოცანა გექნებათ. მომდევნო კვირიდან მოყოლებული გექნებათ ძალაუფლებისთვის ბრძოლა. შესაძლოა სურვილი გქონდეთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ დაიცვათ თქვენი სიმართლე. გართულებულია კომუნიკაციაც. უნდა გახსოვდეთ, რომ უკომპრომისო ბრძოლა ზოგჯერ წამგებია. მიმართეთ მეტ დიპლომატიას.

♋კირჩხიბი

გამოწვევები უკავშირდება სამსახურს. მწვავედ დადგება საკითხები, თუმცა შესაძლოა ეგოიზმის მსხვერპლიც იყოთ. საშუალება გაქვთ ისაუბროთ გულწრფელად, მათთან ვისთანაც კომპრომისზე წასვლა გიჭირთ. ოქტომბრის ბოლომდე გექნებათ გაკვეთილი, როგორ არ უნდა მოიქცეთ ურთიერთობებში.

♌ლომი

ტქვენში მომატებულია ემოციურობა და კრიტიკულობა. შესაძლოა გქონდეთ გაღიზიანება და გადადიოდეს ირგვლივ მყოფებზე. გექნებათ დაპირისპირება ოჯახსა და სამსახურში. ოქტომბრის ბოლომდე გაქვთ პრობლემა და ვერ ახერხებთ საზღვრების მონიშვნას. 

♍ქალწული

თქვენ ან თავს იცავთ ან თავს ესხმით. შესაძლოა გაღიზიანებული იყოთ გუნდის ან კოლექტივის მიერ. შეუსრულებელი დაპირებები იქნება ცეცხლის კერა. ეცადეთ თავი შეიკავოთ გაღიზიანებისგან. ეს ზიზღი შესაძლოა ნათესავებისა და ოჯახის წევრებისგან იყოს გამოწვეული.

♎სასწორი

19-20 რიცხვის ჩათვლით გაქვთ საკუთარი თავის ძიება. შესაძლოა იყოს დაგროვილი პრეტენზიების ამოფრქვევა. ასევე პირადი და პარტნიორული ურთიერთობები. უპირობოდ ცდილობთ რომ გაგიგონ. დააკვირდით სწორად პრობლემებს და გაარკვიეთ საიდან მოდის. იქნება გულწრფელი საუბრები და სასიამოვნო შეხვედრები.

♏მორიელი

თქვენ დგახართ ზღვარზე. მრავალფრონტიანია თქვენი ბრძოლა. შესაძლოა ეს იყოს მავნე ჩვევებთან და საკუთარ თავთან ბრძოლა. ვერ ინელებთ დამარცხებას და ვერ ეგუებით რომ ყველაფერი მოგაწვათ. მოკავშირეებთან გამწვავდება კონფლიქტები. ბევრი ინფორმაცია გამჟღავნდება.

♐მშვილდოსანი

ბევრი რამის გააზრება მოგიწევთ. გაქვთ საშუალება მოიპოვოთ ინფორმაციები, რომლებზეც სხვას ხელი არ მიუწვდება. დაგეხმარებიან კონკრეტული ადამიანები. უიმედო სიტუაციების განმუხტვა მოგიწევთ. პოზიტივი შეიტანეთ დაძაბულობებში. 

♑თხის რქა

გექნებათ საშუალება დაინახოთ სინათლე გვირაბის ბოლოს. ძირითადად ეს შესაძლოა ეხებოდეს ფინანსებს. იქნება მოულოდნელი სიტუაციები, რომლებიც ითხოვენ თქვენთან რეაგირებას. კომუნიკაცია მოიკოჭლებს და სიტუაცია შენელებულია. ეს ყველაფერი ეხება ფულსა და ურთიერთობებს.

♒მერწყული

თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტად მისაქცევია პერიოდი 15-25 რიცხვის ჩათვლით. შესაძლოა ეს ეხებოდეს წარსულს ან ემიგრაციას. ძალიან კარგი იქნება ინვესტიცია თქვენს თავში, რადგან ეს თქვენს მომავალზე იმოქმედებს.

♓თევზები

ხართ ობიექტურები მშვიდები და ადეკვატურები. გაქვთ საშუალება იყოთ ფანტასტიკური მედიატორები. ახერხებთ ადამიანებისა და ურთიერთობების გადარჩენას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მათ უნიკალური ხედვა აქვთ - ზოდიაქოს 5 ყველაზე კრეატიული ნიშანი

„დაიბადა ძალიან სუქანა და დახატული ქალი“ – ირაკლი ნოზაძეს შვილი შეეძინა

⭕ოთარ კაკაბაძე - „წაგებას მხოლოდ მოედანს ვერ დავაბრალებთ“