
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოსი მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.
მისი პროგნოზის მიხედვით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა +41°C-მდე მიაღწევს. ფარტენაძის განმარტებით, ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის ნორმალურია და განსაკუთრებულად საგანგაშო არ არის.
მზიანი ამინდი მთელი ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება, თუმცა სპეციალისტი რამდენიმე რეკომენდაციასაც იძლევა:
✅ შუადღის საათებში მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას
✅ ცხელი დღეებისას იზრდება გვალვისა და ხანძრის რისკები - გამოიჩინეთ სიფრთხილე ბუნებასთან ურთიერთობისას
✅ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ქრონიკული ავადმყოფობის მქონე პირებს – საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება
„მოსალოდნელ სიცხესთან მიმართებაში, ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად არაფერია უჩვეულო, სიცხე ზაფხულში არ უნდა იყოს სევდის და მწუხარების ამბავი, ისევე როგორც ზამთარში ყინვა, შეგვიძლია საკუთარ თავს მოვუწყოთ უამრავი დღესასწაული - ბუნებასთან ურთიერთობით, შეიძლება არ გიყვარდეს სიცხე, მაგრამ მეორეა რა არის ბუნებრივი ტემპერატურა ზაფხულისთვის.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა +41 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია მზიანი დღეები, რაც ამ პერიოდისთვის ნორმაა და არაფერია განსაკუთრებული.
უბრალოდ გაითვალისწინეთ, შუადღით ნუ გაჩერდებით მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ. ასევე სიცხეს თან ახლავს გვალვისა და ხანძრების მაღალი რისკი - გაუფრთხილდით ბუნებას.
ყურადღებით იყავით მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების მიმართ და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება.
გისურვებთ ზაფხულის ცხელი დღეების ხალისიანად გატარებას“, - წერს მეტეოროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გამოიყურებოდა თამარ ივერი მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის ქორწილში?