„საკმაოდ ხანგრძლივი კონფლიქტია, ეს არ არის ერთ ან ორთვიანი, არა, ეს გაიწელება საკმაოდ დიდხანს. ზელენსკიმ შეიძლება თავი შემდგომ დასავლეთ უკრაინას შეაფაროს, პოლონეთთან ჰქონდეს საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“-ში განაცხადა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ელოდება უკრაინას საბოლოოდ.
„ახლა რუსებმა რომ აიღონ მნიშვნელოვანი ქალაქები, პარტიზანული ბრძოლა აუცილებლად გაიმართება იქ, ასე ადვილად უკრაინა არ დანებდება. ამის გამოცდილება მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული აქვთ. ეს ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით.
30 აპრილი იქნება გადამწყვეტი – ეს არის მზის დაბნელება უკრაინის ზოდიაქოს ნიშანში, აქ საბოლოოდ გადაწყდება უკრაინის ბედი. აქ ერთვება აშშ, ევროპის წამყვანი ქვეყნები, წავა სერიოზული მოლაპარაკება რუსეთთან“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇