
მეკვლე ახალ წელთან ასოცირებული ფიგურაა, მისი დანიშნულებაც საკმაოდ დიდი და საპასუხისმგებლოა. ბედნიერება, წარმატება, სიკეთე და ბარაქა უნდა დააბედოს იმ ოჯახს, ვისაც პირველად ახარებს ახალ წელს. მეკვლეობა საქართველოს ყველა კუთხეში ოდითგანვე გავრცელებული იყო.
ვინ უნდა იყოს თქვენი მეკვლე 2024 წელს - მწვანე ხის დრაკონის წელს, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტთან“ საუბრობს.
„აქტიური, ენერგიული, ინიციატორი, იუმორით აღსავსე და თქვენდამი კეთილ განწყობილი პიროვნება უნდა იყოს თქვენი მეკვლე, რომელმაც უნდა მოგიტანოთ 2 ცალი მანდარინი, 2 ცალი ბროწეული, 2 ცალი ლიმონი და ტკბილეული და ასე შემოდის თქვენ ოჯახში. ეს რიტუალები საჭიროა იმისთვის, რომ ახალ წელიწადს დადებითად შევხვდეთ, რაც ხელს შეუწყობს წინსვლასა და წარმატებას, როგორც პირადი, ისე ჯანმრთელობისა და კარიერული ურთიერთობების კუთხით“ - ამბობს ასტროლოგი.
რაც შეეხება საახალწლო სუფრას მისი თქმით, დრაკონს არ აქვს განსაკუთრებული პრიორიტებები და უარს არაფერზე არ ამბობს, თუმცა რასაკვირველია წინა პლანზე უნდა გვქონდეს ხორცეული, რაც მას ძალიან უყვარს.
„აუცილებელია საახალწლო სუფრაზე საცივი, საცივი დეკემბერ, იანვარ, თებერვალში ყველაზე მაღლა წევს იმუნიტეტს და არის საუკეთესო დამცავი საშუალება, ყველა სახის გრიპისა და ინფექციური დაავადებისგან“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: