Digest Logo

🎥 „ვინც 9 ცალ ბაიას შეაგროვებს, ჩაიდებს ჩანთაში, საფულეში, იქნება ძალიან ძლიერი მაგნიტი ფინანსების მოსაზიდად“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1744611985
ანზორ ოდიშარია

ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე კვირის ასტოპროგნოზზე ისაუბრა, საზოგადოებას სასარგებლო და მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარა.

როგორც თავად ამბობს, აღდგომის წინა პერიოდი საკმაოდ დაძაბულ ასპექტებს ქმნის, რაც სამყაროზე აისახება:

„აღდგომის პერიოდი გველოდება წინ, ეს ზეგავლენას მოახდენს მთელს სამყაროზე. ენერგია საკმაოდ რთულია, ადამიანისთვის პერიოდი ახდენს გარკვეულ განსაცდელებს იმისთვის, რომ ბოლომდე ჩამოანგრიოს წარსული. 

ტონები, ფერები, გემოები ცოტა ირევა, საფრთხის შიშის შეგრძნებაა, დაბნეულობა, დეპრესიულობა, ემოციურობა იქნება. 

ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ეს არის ზოგადად ნეგატიური სამყაროს გავლენა, დაახლოებით 15 რიცხვიდან თვის ბოლომდე, სადაც საფრთხის შემცველია სამყაროსთვის. თუ შორ გზაზე გადაადგილება გვიწევს არ უნდა ვიჩქაროთ, ეცადეთ ნელა და სწორად იაროთ. ერიდეთ ადგილებს, სადაც მაღალი ალბათობაა სტიქიური უბედურების. ადამიანებს ექნებათ დაკარგულობის შეგრძნება. 

გთავაზობთ ამ კვირის 3 რეცეპტს, რაც ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის სასარგებლო იქნება: 

პირველ რიგში, გვაქვს ჯეჯილის დათესვის პერიოდი, ზოგადად ჯეჯილი არის ნაყოფიერების, სიკეთის სიმბოლო. გასწავლით, როგორ მოვიპატიჟოთ სახლში დადებითი ემოცია, ფინანსური კეთილდღეობა: ვისაც ბაია (ყვითელი ყვავილი) არის იდეალური ენერგიის მატარებელი ფინანსური კეთილდღეობისთვის, ამიტომ ვინც 9 ცალ ბაიას შეაგროვებს, ჩაიდებს ჩანთაში, საფულეში, იქნება ძალიან ძლიერი მაგნიტი ფინანსების მოსაზიდად. 

სასიყვარულო ურთიერთობის კუთხით, ასე თუ ისე ირყევა გარკვეული საფუძვლები, მაგრამ ზოგადი ფონი მაინც არასაკმარისია“, - ამბობს ანზორ ოდიშარია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაძლიერებულია ინტუიცია, შესაძლოა გაიგოთ სიახლე, რაც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს“ - 14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„აპრილის მეორე ნახევარი შედარებით მეტ ინგრესიებს და დაძაბულ ასპექტებს მოიცავს...“ - რას წერს ხათუნა ნოელი

დღეიდან მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო