Digest Logo

🎥 ვის ელოდება იღბლიანი დღე და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე? - 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1732084920
ნინა სუსლოვა

ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა  ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“  20 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია ეს დღე შესაძლოა იყოს უცნაური. 

არ არის კარგი ახალი ადამიანების გაცნობა და მეტი სიფრთხილე გმართებთ კომუნიკაციის დროს.

ვერძი

დღევანდელი დღე მშვიდად დაიწყება, გექნებათ საშუალება დაიწყოთ ახალი საქმეები და ძველი საქმეები დაასრულოთ. 

კურო

უცნაური დღე იქნება. მოგიწევთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთა გაგებაც გაგიჭირდებათ და ვერ შედგება კარგი კომუნიკაცია. არ არის სასურველი შენაძენის განხორციელება.

ტყუპები

ეცადეთ ეს დღე თავისუფალი გქონდეთ და არ დაგეგმოთ რთული და მნიშვნელოვანი საქმეები. დღის მეორე ნახევარში ელოდეთ სიურპრიზებს.

კირჩხიბი

გაფანტული ხართ გჭირდებათ, რომ მოერგოთ სიტუაციას და ეცადეთ მსუბუქად შეხედოთ სიტუაციას და არ გაღიზიანდეთ.

ლომი

დღეს წარმატების მისაღწევად შრომა დაგჭირდებათ. იყავით მზად კრიტიკისთვის და შენიშვნისთვის. ასევე სიფრთხილე გმართებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ექსტრემალური სპორტით ხართ დაკავებულები, რადგან დიდია ტრავმის მიღების ალბათობა.

ქალწული

შესაძლოა თქვენმა სიტყვამ და ფრაზამ გამოიწვიოს კონფლიქტი და მეტი სიფრთხილე გმართებთ. თუ ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდება დაეხმარეთ.

სასწორი

დადებითი დღეა და შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე ექსპერიმენტებისთვის იდეალური დღეა.

მორიელი

დღე შესაძლოა მოსაწყენად დაიწყოს, არ არის სასურველი ზედმეტი სითამამის გამოჩენა, ეცადეთ იყოთ მშვიდები და არ თქვათ ისეთი რამ, რასაც შემდეგ ინანებთ. 

მშვილდოსანი

ეს დღე გაატარეთ იმ ადამიანთან ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. არ არის სასურველი მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, ასევე არ შეიცვალოთ საცხოვრებელი და არ დაიწყოთ რემონტი. 

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი უფრო აქტიურია და გამოიყენეთ ეს პერიოდი. 

მერწყული

მზად იყავით მოულოდნელობისთვის და მიჰყვეთ დინებას და გამოიჩინეთ ადაპტაციის უნარი.

თევზები

ეცადეთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ არის ალბათობა იმისა, რომ იმედებს გაგიცრუებენ.