ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 21 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, არ არის სასურველი სახლიდან შორს გასვლა, სასურველია ეს დღე ოჯახს და ოჯახურ საქმიანობას დაუთმოთ.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი
ეცადეთ იყოთ რაციონალურები და არ იყოთ ილუზებში. კარგი იქნება თუ საღამოს თქვენ მეორე ნახევარს დაუთმობთ.
კურო
ეცადეთ არ იყოთ ჯიუტები, თუ საჭირო იქნება დათმეთ და პირველი ნაბიჯიც გადადგით. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც რომანტიულ ურთიერთობას გააგრძელებთ, იმ შემთხვევაში თუ ინიციატივად თავად გამოიჩენთ.
ტყუპები
წარმატებული დღეა მუშაობის თვალსაზრისით, ნებისმიერი სირთულის საქმეც კი მარტივად გამოგივათ. იყავით მეტად გულახდილები.
კირჩხიბი
დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ შენაძენები, პირად ურთიერთობაში კი სიფრთხილე გმართებთ.
ლომი
დღეს ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს და წარმატებული დღე გექნებათ. დღეს შეგიძლიათ ყველა მნიშვნელოვანი საქმე დაგეგმოთ.
ქალწული
გაქვთ შესაძლებლობა თავი გაართვავთ ისეთ საქმეებს, რაც სხვებისთვის რთულია. ეცადეთ იყოთ თავშეკავებულები.
სასწორი
ეს დღე დადებითი იქნება იმ შემთხვევაში თუ არ იჩქარებთ, ეცადეთ გადადგათ მშვიდი და გაწონასწორებული ნაბიჯები.
მორიელი
ეცადეთ დაასრულოთ საქმეები, რომელიც დაიწყეთ. არ არის სასურველი მისცეთ დაპირება, როგორც პირადი ასევე საქმიანი კუთხით, რადგან არის ალბათობა, რომ ამ პირობას ვერ შეასრულებთ.
მშვილდოსანი
ეს დღე თქვენთვის წარმატებულია, მარტივად შეძლებთ ნებისმიერი სირთულის გადალახვას. შესაძლოა დღეს სიყვარულში გამოგიტყდნენ.
თხის რქა
ეს დღე მარტივი არ იქნება, თქვენ საქმეში ბევრი ადამიანი ერევა, რაც თქვენ გაღიზიანებას იწვევს, ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ.
მერწყული
წარმატებული დღე გელოდებათ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. გამოიყენეთ ეს დღე თქვენი მიზნებისთვის.
თევზები
შესაძლოა ეს დღე თქვენთვის რთული იყოს. გაგიჭირდეთ თვით კონტროლი, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ. იყავით ფრთხილად თუ ავტომომობილით გადაადგილდებით.