სავსემთვარეობა მთვარის ფაზაა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარე მოქცევისას ჩვენგან მზის საწინააღმდეგო მხარესაა მოქცეული და სრული ბადროს სახით მოჩანს.
როგორც ცნობილია, მთვარის ორბიტა ეკლიპტიკის მიმართ დახრილია 5.145°-ით. შესაბამისად, როდესაც მთვარე დედამიწიდან მზის მოპირდაპირე მხარეს მოექცევა, იმ შემთხვევაში თუ ის ეკლიპტიკასთან ახლოს არ იმყოფება და არ ეცემა დედამიწიდან წამოსული ჩრდილი, მაშინ მთვარე სრულად განათებული ჩანს. ხოლო, როდესაც დედამიწა მზესა და მთვარეს შორის მაშინ მოექცევა, როდესაც მთვარე თავის ორბიტაზე გადაკვეთს ეკლიპტიკას, მაშინ ადგილი აქვს მთვარის დაბნელებას. მთვარის დაბნელებას ყოველთვიური (29.5 დღე-ღამე) ხასიათი ექნებოდა, მთვარის ორბიტა რომ არ ყოფილიყო დახრილი ეკლიპტიკის მიმართ, მაშინ მზე-დედამიწა-მთვარეს შორის მონაკვეთი ყოველთვიურად ზუსტად ერთ წრფეზე აღმოჩნდებოდა, რაც გამოიწვევდა სავსემთვარეობის მაგივრად - მთვარის დაბნელებას.
14 იანვარს გვაქვს სავსემთვარეობა, თბილისის დროით 02:28 საათზე. მთვარე ლომის ზოდიაქოში 13:13 საათზე შევა. აღნიშნულ მოვლენაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა ქეთი ვაწაძემ ისაუბრა.
„სავსემთვარეობა ყველაზე დიდი გაფრთხილებაა, ამ დღეს ადამიანში ემოციურობა იმატებს, დაძაბულობა და ეს მნიშვნელოვანია ფსიქიკისთვის. საჭიროა წინასწარ თადარიგი დაიკავო, მოერიდო კონფლიქტებს და იყო შედარებით დაცული.
რთული შემთხვევები სტატისტიკურად სავსემთვარეობაზე ხდება. დღეს ღამიდან იწყება პიკი, ამიტომ მაქსიმალური დიპლომატია გამოიჩინეთ. 1-2 დღე გაგრძელდება ეს ყველაფერი, ამიტომ მართეთ ემოციები.
ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, წნევები, შაკიკი ამ დღეებში უფრო სჭირდებათ ამის კონტროლი“, - ამბობს ქეთი ვაწაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წლის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა გაქვთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარლისაგან