
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია. დღეს ნეგატიური ფიქრების და კონფლიქტების ალბათობაა. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები და შეინარჩუნოთ სიმშვიდე“, - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეთერში ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - აქტიური და პოზიტიური დღე იქნება, შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯები და იმოქმედოთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ თქვენ სიტყვებს და ქმედებებს, რათა არ აწყენინოთ ვინმეს.
კურო - დასვენება და ენერგიის აღდგენა გჭირდებათ, ეცადეთ თავიდან აირიდოთ ისეთ ადამიანთან კონტაქტი, რომელიც ენერგიას გიკარგავთ
ტყუპები - აქტიური დღე გელოდებათ, შეიძლება გქონდეთ საქმიანი შეხვედრებიც. ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად პირდაპირები.
კირჩხიბი - ეს დღე კარგია ფინანსური საკითხების და მომავლის დასაგეგმად. შეგიძლიათ მარტივად მოახერხოთ ის პრობლემები, რომელიც აქამდე გაწუხებდათ და ვერ აგვარებდით.
ლომი - დადებითი დღეს, მარტივად მოახდენთ ადამიანებზე შთაბეჭდილებას, შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც რომანტიკული ურთიერთობა გექნებათ.
ქალწული - არ არის სასურველი რთული და მნიშვნელოვანი დავალების შესრულება, ეცადეთ არ დატვირთოთ ეს დღე ზედმეტად.
სასწორი - მშვიდი და ჰარმონიული დღეა, კარგი იქნება ეს დღე გაატაროთ მეგობრებთან ერთად.
მორიელი - მოერიდეთ დაუფიქრებელ განცხადებებს, რადგან შეიძლება ვინმეს გული ატკინოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს და ოჯახს.
მშვილდოსანი - სიახლეები გელოდებათ, რომელსაც მალევე მიხვდებით, რომ თქვენ სასიკეთოდ მოხდება.
თხის რქა - ნაყოფიერი დღეა, უფრო მეტად პროდუქტიული დღის პირველ ნახევარში ხართ და ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ამ პერიოდში გააკეთოთ.
მერწყული - დღეს თქვენთვის აქტუალურია ურთიერთობები, როგორც მეგობრული ასევე სასიყვარულო. გაქვთ საშუალება გამოასწოროთ ძველი შეცდომები და გადადგათ ახალი ნაბიჯები.
თევზები - ეს დღე ხელსაყრელია პრაქტიკული საქმიანობისთვის, შეგიძლიათ იმოქმედოთ და გადადგათ ახალი ნაბიჯები. ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ ვის ენდოთ და ვის არა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად - რა კადრებს აქვეყნებს მია გზირიშვილი?
⭕„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 4 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება