Digest Logo

🎥 ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად - რა კადრებს აქვეყნებს მია გზირიშვილი?

1749015061
ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად ხშირად ატარებენ დროს ერთად. ამჯერად ზურიკო დავითაშვილის მეუღლე, მია გზირიშვილი გამომწერებს მათ ერთობლივ ვიდეოს უზიარებს, სადაც იცინი ერთ-ერთ რესტორანში დროს სასიამოვნოდ ატარებენ.

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო დავითაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული.

ზურიკოს და მიას ერთი შვილი დათი ჰყავთ, რომელიც 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ.

ნიცა თავაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა კვარაცხელია „რუბინში“ თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილი ურთიერთობა ტრადიციულად განვითარდა - სიყვარული კი ქორწინებით დაგვირგვინდა.

2023 წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელია იტალიიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ფეხბურთელმა კვიპროსის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 16 ოქტომბერს კი რჩეულზე იქორწინა. 

წყვილს ერთი შვილი დამიანე ჰყავს, რომელიც ხშირად დადის სტადიონზე მამის მხარდასაჭერად.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბრილიანტის სამაჯური მაჩუქა ასაკოვანმა თაყვანისმცემელმა, ეს ადამიანი ღვთის საჩუქარია“ - რას ჰყვება ნათია ზარანდია

„ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა და ჩამოსვლისთანავე ბიძა მოინახულა, შეხვედრა ძალიან ემოციური იყო“ - რას წერს ანა ჯაბაური