სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერის ცხოვრებაში, რომელსაც ბევრი სახელით - Depressed Georgian in South Korea იცნობს სასიამოვნო სიახლეებია.
ცოტა ხნის წინ, სოფია კვინიკაძე და მისი კორეელი რჩეული დაქორწინდნენ. ასევე სოფიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც საზოგადოებას ორსულობის შესახებ ამცნო და ოჯახის წევრების რეაქციები გაუზიარა.
საზოგადოების მხრიდან ინტერესი სოფიას ოჯახის მიმართ ყოველთვის არის.
ამჯერად ბლოგერი გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ შეხვდა კორეაში მასთან ჩასულ დედიკოს.
„დედიკოს რეაქცია, როცა ორსული შვილი რეალობაში პირველად ნახა“, – წერს სოფია კვინიკაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მუხლდაჩოქილი გემუდარები მოდი...“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
🎥 „დილის რვა საათზე გვიწევდა სიმღერა...“ - რას ჰყვება ანი კეკუა?