Digest Logo

🎥 „ვნებიანი და აქტიური ხართ...“ - მარსი მორიელის ნიშანში, მომდევნო კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1759474725
მიხეილ ცაგარელი

რა გავლენა ექნება მარსს მორიელის ნიშანში სამყაროსთვის და როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის მომდევნო კვირა? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:

„დღევანდელი დღის მთავარი თემა პლანეტა მარსია, ეს ძალიან ძლიერი და სერიოზული პლანეტაა. მარსი მართავს მეცხრე თვეს. ზოგადად, ქალის მშობიარობის შემდეგ იწყება ახალი ფორმაცია და სიცოცხლე. აიღეთ, მაგალითად, ზღვა - მეცხრე ტალღა ყველაზე დამანგრეველია, შემდეგ კი წყნარდება. მარსს ორეული სახე აქვს - დადებითი და უარყოფითი. დადებითი მხარეა ენერგია. თუ ადამიანი ამბობს, რომ სუსტია და ენერგია არ ჰყოფნის - ეს მარსის სისუსტის გავლენაა. ასეთ ადამიანს ხშირად ყველაფერი შარის მომტანად ეჩვენება და კონფლიქტებში ეხვევა. მეორე მხრივ, მარსი ადამიანს სტიმულს, შრომისუნარიანობას და წარმატებისკენ სწრაფვას აძლევს. სპორტი მთლიანად მარსის გავლენით იმართება. სამხედრო სტრუქტურები, უშიშროება და დაზვერვაც მარსის სფეროა“, - აცხადებს ასტროლოგი. 

ზოდიაქოს ნიშნების ზოგადი დახასიათება მიხეილ ცაგარელის მიხედვით: 

♈ ვერძი

6 ნოემბრამდე ენას კბილი დააჭირეთ. თქვენი საქმეები და პარტნიორული ურთიერთობები არავის გაუმხილოთ. ყველაზე მეტი ხიფათი პარტნიორულ ურთიერთობებში გელით. სპორტში წარმატება გელით, ენერგია მაღალ დონეზეა. 

♉ კურო

ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის. შესაძლოა ქორწინება გაფორმდეს ან ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოს. ბიზნესსაქმიანობა წარმატებული იქნება. მოერიდეთ კონფლიქტებს პარტნიორებთან. 

♊ ტყუპები

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. არსებობს რისკი, არაკვალიფიციურ ექიმს მიადგეთ ან არასწორი დიაგნოზი დაგისვან. პრობლემები შესაძლებელია სასუნთქ სისტემაში. ეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან. 

♋ კირჩხიბი

თუ შვილის დაბადებას ელოდებით, ახლა საუკეთესო პერიოდია. შვილებთან ურთიერთობა ამ ეტაპზე ძალიან კარგი იქნება. მაღალია ურთიერთგაგება, თუმცა კონფლიქტებიც არ არის გამორიცხული. გაქვთ კონტროლის სურვილი - იყავით ფრთხილად. ვნებიანი და აქტიური ხართ, სასიყვარულო ურთიერთობებში კი მეტად მაძიებელი. 

♌ ლომი

თუ გადადებული საქმეები გაქვთ, ახლა საუკეთესო დროა მათი მოსაგვარებლად. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან - ახლობლების თანადგომა საოცრად ძლიერი იქნება. ყურადღება მიაქციეთ ნათესავებთან ურთიერთობას. აუცილებელია, სამშობლოში იმყოფებოდეთ. 

♍ ქალწული

მიუხედავად იმისა, რომ განმარტოება გიყვართ, სამყარო გთავაზობთ, უფრო სოციალურად აქტიური გახდეთ. ახლა შესანიშნავი დროა შეხვედრებისთვის და ახალი კავშირების დასამყარებლად. გამოიყენეთ შესაძლებლობა, ისწავლოთ ახალი რამ. გჭირდებათ ახლობლების თანადგომა. 

♎ სასწორი

სასწორი ამ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ენერგია მაღალია, მიზიდულობა — განსაკუთრებული. კეთილგანწყობა გაქვთ ირგვლივ მყოფებისგან. რბილი ხასიათი გაქვთ და ცდილობთ ყველა სიტუაციას მოერგოთ. მარტივად ექცევით ყურადღების ცენტრში. 

♏ მორიელი

მარსი თქვენთანაა, ეს ერთდროულად კარგიც არის და ცუდიც. კარგია, რადგან გაძლევთ სამუშაო ენერგია. თუმცა იმუნიტეტი დაბალია და ადვილად იღლებით. მარსი გეხმარებათ ენერგიის აღდგენაში. საქმიანი ურთიერთობები წარმატებული იქნება. სიფრთხილე გმართებთ ჭორებისა და ფარული მტრების მხრივ. 

♐ მშვილდოსანი

მარტო ერთი რჩევა, ენაზე კბილის დაჭერა გიჭირთ, მაგრამ აუცილებელია. კარიერული კუთხით ფართო შესაძლებლობები გაქვთ, განსაკუთრებით შემოქმედებისა და ფილოსოფიის სფეროში. შესაფერისი დროა მოგზაურობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის. 

♑ თხის რქა

ტრადიციების მოყვარული ხართ, თუმცა დროა, სიახლე შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. შეცვალეთ ჩაცმულობის სტილი - ეს დადებითად აისახება თქვენზე. მაქსიმალურად გამოიყენეთ ინტერნეტი კონტაქტებისა და ურთიერთობების გასაფართოებლად. 

♒ მერწყული

რეფორმატორი ხართ, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ დამშვიდდეთ და მეტი ორგანიზებულობა გამოიჩინოთ. იყავით დისციპლინირებული, წარმატება არ დააყოვნებს. წესრიგი და სისუფთავე თქვენი წარმატების საფუძველია. შრომა წამოსწიეთ წინა პლანზე. 

♓ თევზები

საინტერესო პერიოდი გაქვთ მოგზაურობისთვის. უცხოელებთან კონტაქტი ნაყოფიერი იქნება. ასევე, მოსალოდნელია სერიოზული ურთიერთობის დაწყება, რაც პარტნიორობად იქცევა. წარმატებას მიაღწევთ სპორტში, დიპლომატიასა და იურისპრუდენციაში. შემოქმედებითი ნიჭი იფურჩქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეიძლება ეს იყოს ილუზიის შედეგად გაჩენილი გრძნობა...“ - 3 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„ახალი წლის ღამეს ჩემი და დედაჩემის თვალწინ, მამა ინფარქტით გარდაიცვალა...“ - გიორგი თორაძე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე

⭕„უცნაური კითხვაა, მაგრამ ამწამს მოვიდა და გთხოვთ მიპასუხეთ“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე