
მიმდინარე კვირაში (4-10 აგვისტო) ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური გარემოება გვაქვს, დედამიწის უარყოფით ენერგოველში ყოფნა და სავსემთვარეობა ლომისა და მერწყულის ზოდიაქურ ღერზე.
ჯანმრთელობის პრობლემების, პროვოკაციების, კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზი, რათა თავი აარიდოთ ზემოთ აღნიშნულ სიტუაციებს.
აი, რას ამბობს მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე:
„ყურადღება 2 გარემოებას უნდა მივაქციოთ:
პირველი
დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც მეტ ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობისადმი, ურთიერთობებისადმი. ნუ გადახვალთ კონფლიქტურ სიტუაციებში, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა ჯერ კიდევ მაღალია. სათანადო დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას.
მეორე
ყურადღებას ითხოვს 9 რიცხვი, შაბათი დღე. გვაქვს სავსემთვარეობა. ეს მოხდება მერწყულის და ლომის ზოდიაქურ ღერზე. მოსალოდნელია ცდუნებების მომატება, შეცდომების დაშვების ალბათობა გაიზრდება. რისკჯგუფშია: მხედველობა, ვენები, ამიტომ დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით, ასევე გულსისხლძარღვოვანი სისტემა.
ამიტომ, ეცადეთ, 9 რიცხვისთვის, შაბათისთვის არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საკითხები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მშვიდად გაიარეთ ეს დღე, ყოველდღიური საქმეებით“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ: