Digest Logo

„ყურადღებით იყავით მოგზაურობის დროს... მანდილოსნები ხდებიან აგრესიულები და კამათისკენ აქვთ მიდრეკილება“ - კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

1711955714
მიხეილ ცაგარელი

„ჩვენ გავდივართ დაბნელებების დერეფნებს, მაგრამ რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველშია, შედარებით მშვიდად გავდივართ ამ პერიოდს“, - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში.

როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, მიმდინარე კვირა სავსეა მნიშვნელოვანი მოვლენებით.

მისი თქმით, 2 აპრილს მერკური, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის და მგზავრობის მმართველი პლანეტა ხდება რეტროგრადული 25 აპრილამდე. 

„ცოტა ყურადღებით იყავით მგზავრობა მოგზაურობასთან. ამ პერიოდში გექნებათ ახალი იდეები, მაგრამ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორები, ამიტომ დაჯექით და იფიქრეთ, რატომ არ იმუშავა ამ იდეამ და გამოასწორეთ.

არ დაიწყოთ ახალი იდეა, პროექტები უმჯობესია მიხედოთ ძველებს.

კომუნიკაციები რთულდება, ასევე მოიმატებს გზებზე საცობები, ინფორმაცია ვერ მოიძიოთ დროულად. ახალი იდეები და პროექტები დღეს მოასწარით“, - ამბობს ასტროლოგი.

ასტროლოგის განმარტებით, რაც შეეხება 1 აპრილს, შეიძლება დღეს მოხდეს უცაბედი ცვლილებები, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი კუთხით. 

„მიმდინარე კვირაში კი გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა.

5 აპრილს კი ვენერას სიყვარულის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც თვის ბოლომდე იქნება, სადაც მას დიდად არ უყვარს ყოფნა. მანდილოსნები ხდებიან აგრესიულები და კამათისკენ აქვთ მიდრეკილება, რომელიც მინიმუმ 12 აპრილამდე გასტანს. 

ფული თუ გაქვთ და კარგად გაქვთ მოფიქრებული ინვესტიცია მაშინ გამოიყენეთ ეს დრო, მაგრამ თუ არ გაქვთ მოფიქრებული ინვესტიცია მოერიდეთ კაპიტალდაბანდებას, რადგან დაკარგავთ ამ ფულს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ „არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებთან“ - 1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„აპრილი თქვენთვის იქნება ფეიერვერკული თვე, მთავარი მოთამაშე ხართ“ - თვის მთავარი გამოწვევები და რისკები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕ ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, როცა ნაკრებში არ იძახებდნენ, ბედნიერი ოჯახი, ოცნება და ამბავი სიყვარულისა - „დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს…“