Digest Logo

„ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომის დაშვების ალბათობა“ - ცაგარელი

1654149807
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე კონტაქტური და კომუნიკაბელური, აქტიური და გონებამახვილი ტყუპების, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომის დაშვების ალბათობა.

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავდაჭერა, ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, ახლობლებსა და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესის დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად. აკონტროლეთ სასმლის და საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, ოპალი, მარგალიტი და რაუზტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მერწყულს.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული, არ მოაწეროთ საბუთებს ხელი...“ - ასტროლოგის გაფრთხილება

🔵„სუნამო მაჩუქა და სათუთად ვინახავ, მენანება, რომ დავისხა, რადგან მისი ბოლო საჩუქარია...“ - ნიკა ქაცარიძის ცოლის ემოციური ინტერვიუ

🔵„ნიგოზას ეძახდა და საათობით ეთამაშებოდა ეზოში. მიყვარდი და მიყვარხარ, იკო“ - ნათია ფანჯიკიძე მეგობარს ემშვიდობება