Digest Logo

„სუნამო მაჩუქა და სათუთად ვინახავ, მენანება, რომ დავისხა, რადგან მისი ბოლო საჩუქარია...“ - ნიკა ქაცარიძის ცოლის ემოციური ინტერვიუ

1654089477
ნიკა ქაცარიძე

5 იანვრის დილას, რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე  მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ყველასთვის შოკის მომგვრელი ამბავი იყო. მას 2 შვილი დარჩა. გარდაცვლილი მსახიობის მეუღლე, ნინო ბერიძე ჟურნალ „სარკესთან“ მეორე ნახევარს იხსენებს:

„შეილოკის თამაში უნდოდა ძალიან და „ვეფხისტყაოსნის“ სპექტაკლში რომელიმე პერსონაჟის. უამრავი ოცნება გაიყოლა. გული სწყდებოდა, რომ საქართველოში მსახიობებისთვის ხელსაყრელი პირობები არ იყო. სულ ამბობდა, ჩემს შესაძლებლობებს არ იყენებენ, ძალიან მაგარი როლები შემიძლია შევქმნა, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვსო…

ნიკა საოცრად რომანტიკული იყო. სიურპრიზების მოწყობა და ჩემი გაოცება უყვარდა. ბოლოს, საახალწლოდ, სუნამო მაჩუქა და სათუთად ვინახავ, მენანება, რომ დავისხა, რადგან მისი ბოლო საჩუქარია. ისე ვუფრთხილდები, განძივით მაქვს. მის გარეშე სრულიად მარტო დავრჩი დედამიწაზე…“, - განაცხადა ნინო ბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ნიგოზას ეძახდა და საათობით ეთამაშებოდა ეზოში. მიყვარდი და მიყვარხარ, იკო“ - ნათია ფანჯიკიძე მეგობარს ემშვიდობება

🔵„იყო საშიშროება, რომ გიორგის ხმა საერთოდ დაეკარგა... ძალიან ფრთხილად იმუშავეს ექიმებმა...“ - ნუცა გილიგაშვილი ძმაზე

🎥 „დაუვიწყარი შეხვედრა თინეიჯერ ტურებთან“ - შალვა ნათელაშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

წყარო: sarkenews.ge