Digest Logo

„ყველაფერი ახალი აღიქმება, როგორც პოტენციური საფრთხე“ - ძლიერი შიშების მაპროვიცირებელი პლანეტები ნატალურ რუკაში: რას წერს ასტროლოგი

1786086568
ნინო ალბორიშვილი

„ძლიერი შიშების მაპროვიცირებელი პლანეტები ნატალურ რუკაში: რატომ ვირჩევთ იმას, რაც სინამდვილეში არ გვინდა?“, - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს გვიზიარებს:

„იმიტომ, რომ ჩვენი სურვილების განხორციელების გზაზე დგას, მიზნების კარიბჭის მცველი შიში! 

სწორედ ის არის ყველაზე ძლიერი ბარიერი, რომელიც გვაშორებს ჩვენს ნამდვილი მიზნებთან.

მეორეს მხრივ, შიშის ამოცანა ხომ ჩვენი დაცვაა საფრთხეებისგან, თითქოს და რა შეიძლება იყოს დაცვაში ცუდი?

წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი ახალი სურვილი/მიზანი, ტვინისთვის თეორიულად საფრთხეს წარმოადგენს.

ტვინი ასე მუშაობს, ყველაფერი ახალი აღიქმება, როგორც პოტენციური საფრთხე და სწორედ ამიტომ, იგი ცდილობს დაგვიცვას ჩვენივე სურვილებისგან.

კარგია, თუ ჩვენ შეგვიძლია შიშის გაცნობიერება, ეს უკვე ნახევარი საქმეა,მაგრამ ხშირ შემთხვევაში,შიში იმდენად ღრმად არის ჩამალული ქვეცნობიერში, რომ ჩვენ თვითონვე ვაპროექტებთ ჩვენს გზას, ამას ვერც ვაცნობიერებთ, ამიტომაა რთული წინსვლა.

ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობს საკუთარ პოტენციალს, ვერ ახერხებს შიშის გავლენით რეალიზაციას, ამიტომ ვცხოვრობთ იმ ცხოვრებით, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს ოცნებებს.

რომ ვიპოვოთ მთავარი შიშები რუკაში, უნდა დავაკვირდეთ სატურნის და პლუტონის არაჰარმონიულ ასპექტებს.

თუ ეს პლანეტები ნეგატიურ კავშირშია პირად პლანეტებთან (განსაკუთრებით მზესთან, მთვარესთან ან ასცენდენტის მმართველთან), მაშინ შიში სერიოზული დაბრკოლებაა ადამიანისთვის.

სატურნისეული შიში უფრო ჰგავს დასჯის შიშს. შიშს იმის, რომ „არ იმსახურებთ“, ან დანაშაულის გრძნობის განცდას. ეს უფრო რაციონალური შიშია და შეგვიძლია სიტყვიერად ავხსნათ, რისი გვეშინია.

პლუტონური შიში კი ინსტინქტურია, ის მოდის შინაგანი პანიკით, სრულიად გაუაზრებლად, აქ არგუმენტებიც და ლოგიკაც რთულად მუშაობს.

შემთხვევითი არაა, რომ პლუტონის ასეთი გავლენით ფსიქოლოგიით ინტერესდებიან, ისინი გაურკვეველი შიშების მიზეზებს ეძებენ გაუცნობიერებლად“, - წერს ნინო ალბორიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორ შევინარჩუნოთ ენერგია სიცხეში – სასარგებლო რჩევები ზაფხულის დღეებისთვის

⭕ „საქართველოში ყველაზე მეტი ხანდაზმული ადამიანი მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს“ - რა კადრებს გვიზიარებს გიორგი ნიკოლავა

⭕ „ნამდვილ სიყვარულს კი არანაირი „თუ“ და „თუნდაც“ არ გააჩნია...“ - რას წერს ეზოტერიკოსი